• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, ორშაბათი, 27 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები…” – მოსამართლეების ნაწილის პროტესტი

ალია ავტორი - ალია
17:17 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,290

საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია!

მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!

განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი მოსამართლისათვის“,- ნათქვამია მოსამართლეთა ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ლევან დარბაიძე, მადონა მაისურაძე, ეკა არეშიძე, მანანა მესხიშვილი, ციცინო კიკვაძე, თამარ ჩიხლაძე, დევი დევიძე, თამარ ხაჟომია, დავით წერეთელი, ქეთევან მესხიშვილი, ვლადიმერ ხუჭუა, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო გერგაული, ლაშა დადეშქელიანი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, მამუკა წიკლაური, ლელა ნოზაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved