• რეკლამა
  • კონტაქტი
18:19, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ სამ ადამიანს ისეთი ფიცი გვაქვს დადებული, რომელსაც არ ცვლის არც დრო და არც თანამდებობა” – მარგველაშვილი მანიფესტს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
18:43 10-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება მანიფესტს, რომლის ავტორებიც სწორედ მას და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, სასწრაფოდ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას მძიმე შედეგებს აარიდებს. 

ჩემი მოსაზრება იყო, რომ შეხვდეს სამი პრეზიდენტი ერთმანეთს, საქმე ისაა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე, ჩვენ ვართ სამი ადამიანი, რომელსაც ისეთი ფიცი გვაქვს დადებული ქვეყნის წინაშე, რომელსაც არ ცვლის არც დრო და არც თანამდებობა. ამ ადამიანებს, ჩემი აზრით, ამ სამ ადამიანს გვაქვს საფუძველი შევხვდეთ და პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვისაუბროთ ქვეყნის სტაბილურობაზე იმიტომ რომ სწორედ ამ სიტყვებით დავდეთ ჩვენ ფიცი ღვთისა და ერის წინაშე.

მე მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, თუ ეს არ არის სწორი ფორმატი და ქალბატონი სალომე სხვა ფორმატს განსაზღვრავს, მე მზად ვარ, მე ღია ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, რომლის მიზანიც იქნება დაძაბულობის განტვირთვა და არმიყვანა ტრაგიკულ ისტორიულ შედეგამდე. ჩემი აზრით, ეს ჩვენი სამივეს მოვალეობაა, როგორც სააკაშვილის, ისე ჩემი და ისე ქალბატონი პრეზიდენტის. რომ თუ კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა ჩვენს ისტორიაში, ისეთი ტრაგიკული ფურცელი, როგორიც ჩვენს პირველ პრეზიდენტთან მიმართებით ჩავწერეთ, ამას ძნელად გავექცევით, ძნელად გაექცევა ნებისმიერი ჩვენგანი როდესაც ვინმე ეტყვის, თქვენ ის ერი არ ხართ, რომელიც როგორც კი რომელიმე პრეზიდენტი წავა რუსეთის წინააღმდეგ, ეს პრეზიდენტი ამა თუ იმ მიზეზით, სიკვდილამდე მიგყავთ, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

მანიფესტის ავტორები ამბობენ, რომ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება და ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება, მესამე პრეზიდენტის პატიმრობისა და შიმშილობის ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მოვლენების დრამატულმა განვითარებამ კი, შესაძლოა, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. 

ქვეყნის მეხუთე და მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ჯერჯერობით დუმს. 

თეგები: გიორგი მარგველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved