• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” ჩვენ რუსეთში მიგვექაჩებით, თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ … კორუფციაში ივანიშვილმა პირადად დაგადანაშაულათ” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:07 06-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, შემდეგნაირად მიმართა:

„კორუფციის მიმართულებით პრობლემა არის და ამას უნდა ებრძოლოთო, ბატონო ირაკლი. პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, ცოლს ტყე არ უნდა აჩუქო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო ცოლსო?! ნეპოტიზმი არ იყოს ქვეყანაში და ცოლის და არ უნდა დაასაქმოო, ხომ არ დაგიწერდნენ?! ამ მშიერ ქვეყანაში ხალხი რომ გააღატაკეთ და ჩვენ რუსეთში მიგვექაჩებით, თქვენ თქვენი ევროპა გაქვთ, – კომოს ტბებზე ისვენებთ და უცხოეთში აძლევთ თქვენს შვილებს განათლებას და საწყალ ხალხს საჯარო სკოლაში ვერ დაჰყავს ბავშვი, რადგან ზოგს ტანსაცმელი არ აქვს, ზოგს საჭმლის შესაძლებლობა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

კორუფციაში ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაგადანაშაულათ, კორუმპირებული იყო, ხელი წაუცდა, მის ნათესავებთან აღებ-მიცემობაში იყოო და როგორ დამთავრდა ეს ამბავი?! თქვენ რატომ არ დაგსაჯეს, ან თქვენი ნათესავები, რომლებიც ბიძინამ დაადანაშაულა ქურდობაში?! როგორ არიან, უკან მოატანინეთ ეს ფული თუ რატომ არ დაიჭირეთ?!

დეოლიგარქიზაცია, ანუ ღარიბაშვილი ბიძინას ბანკირი რომ იყო და დღეს მთავრობას მართავს, ეგრე არ გამოვაო. მისი პირადი დაცვის უფროსი რომ დღეს შს მინისტრია, გომელაური, – ლილუაშვილი, კიდევ ერთი მისი ბანკირი, სახელმწიფო უსაფრთხოებას ხელმძღვანელობს. თქვენ სახელობითად ხართ ყველანი პრობლემა, დაგთვალათ ევროპარლამენტარებმა. მათ შორის ისტორიული დოკუმენტი მიიღეს, სადაც ივანიშვილზე წერენ, რომ სამშობლოს მოღალატეაო, ის პრობლემას უქმნის ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

5-6 ივლისზე პირადად გაქვთ პასუხისმგებლობა, მკვლელობის თანამონაწილე ხართ, ოპერატორს ვგულისხმობ. საერთოდ როგორ დგახართ მერე ამ კამერებთან, მიკვირს, მის კოლეგებს თვალს როგორ უსწორებთ?! – ამ კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხი თქვენ და მთავრობის წევრებმა და არა იმ ბოდვებზე, რაც აქ ილაპარაკეთ!“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილილევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved