• რეკლამა
  • კონტაქტი
18:19, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩვენ როდის მოვკლავთ სტალინს?“ – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
23:19 03-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
658

მწერალი ლაშა ბუღაძე:

,,1953 წლის 5 მარტს მოკვდა სტალინი და მოკვდა პროკოფიევიც. სტალინის დაკრძალვაზე ასობით ადამიანი დაიღუპა გაგუდვისა და ჭეჭყვისგან, გვამებს პირდაპირ პირველი სართულების ფანჯრებში ყრიდნენ ჯარისკაცები. პროკოფიევისთვის არც სამგლოვიარო გვირგვინები დარჩა, არც მის დაკრძალვაზე მიმსვლელი და არც ქუჩა, რომ სასაფლაომდე წაეღოთ. დაუჯერებელია: რამდენიმე სტუდენტმა, თითქოს ბულგაკოვის ვოლანდის ამალის მისტიკური უნარით, სახურავებით გადაიტანა მისი ცხედარი. თბილისიდან სტალინის გახევებულ ფეხებთან მისაწყობი ყვავილებითა და გვირგვინებით დატვირთული თვითმფრინავი აფრინდა, სადაც ერთადერთი მგზავრი ეჯდათ – პიანისტი რიხტერი, რომელსაც მიხაკების სუნისა და სტალინის სიძულვილი უნდა გადაეძლია და სამგლოვიარო მუსიკა დაეკრა აუტანელი გვამის პანაშვიდზე. რიხტერმა ნახევრად აკრძალული პროკოფიევი დაუკრა, რადგან ბოროტი გვამი ვეღარავის დასჯიდა ამისთვის. ყველგან ბღაოდნენ და ქვითინებდნენ, როგორც წესი და რიგია, მაგრამ მაშინ სკოლის მოსწავლე პოეტ ბროდსკის, რომელიც ასევე ტირილით მისულა სახლში, მამამ თვალი ჩაუკრა და ამით მიახვედრა, რომ ამ ხალხის ცრემლების სერიოზულობის დაჯერება არ ღირდა. ტიროდნენ საკუთარ თავებს და არა იმდენად ტირანს. ბაბუაჩემი მიყვებოდა, როგორ ნახა მავზოლეუმში სტალინისა და ლენინის გვამი 1957 წელს, და – სტალინის მუმია ლენინისაზე ბევრად დიდი იყოო, თქვა, მაგრამ 1961 წელს ეს დიდი მუმიაც გამოიტანეს მავზოლეუმიდან და უკან, კრემლის კედელთან დაფლეს, ამოთხრის ოპერაცია კი გენერალ ვასილ მჟავანაძეს დაავალეს სხვებთან ერთად, ვისაც თურმე არაფრით შეეძლო ამის გაკეთება და მთელი ღამე აივანზე გაუტარებია, რათა ფილტვების ანთებას აეცილებინა ამ მკრეხელობისგან. გარუსებული ქართველი იდიოტი იმ ღამეს მართლაც გრიპს გადაურჩენია – სტალინი რუსებმავე დაფლეს შუაღამისას. მე მომწონს ისტორიკოს ავტორხანოვის ვერსია, რომ სტალინის ორეულებიც 5 მარტს დახოცეს, მაგრამ მისი ისტორიული ორეულები – აღარ. ახლა მას ისევ მიწიდან იღებენ. ჩაკლული ისევ ამოძრავებს ტარაკნის ულვაშებს (ჩაკლული სულიო – რობაქიძემ, დემონად რომ ჰყავს სტალინი თავის რომანში… მანდელშტამს კი სიცოცხლედ რომ დაუჯდა ტარაკნისა და მისი შედარება), “ტარაკანა” რუსულ-მართლმადიდებლურ ნიმბს იდგამს კეფაზე და “რუსული სამყაროს” შხამს უშვებს იმ ძალად გაციებული ქართველი იდიოტის მსგავსთა მისაზინად – აი, თუ სტალინი დიდი ქართველი იყო, არც რუსეთია უცხოო.

თვითმფრინავის ყვავილებით აქოთებულმა რიხტერმა კი როგორი იმედით, ჩაქუჩივით ურტყა მის კუბოს პროკოფიევის მე-6 სონატა…

ჩვენ როდის მოვკლავთ სტალინს?“

თეგები: ლაშა ბუღაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved