• რეკლამა
  • კონტაქტი
15:12, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ ყველა მსგავს ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე

ალია ავტორი - ალია
14:15 09-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “ქართული ოცნების“ ზონდერების მიერ ზუგდიდში „ლელოს“ ღონისძიების პროვოკაციულად ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა.

მამუკა ხაზარაძემ ის პირები დაასახელა, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ იყვნენ დაქირავებული და პარტიის ღონისძიებაზე შემოჭრა სცადეს. „ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ასევე, ცნობილია სუს-ის იმ თანამშრომლების სია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ „ლელოს“ წევრების შევიწროებას და რომლის სახელებსაც უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებენ.

„გუშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენის ღონისძიებაზე მოხდა პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილი იყო „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერებისგან. ჩვენ მათი იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ეს ადამიანები ჩვენი გადასახადების ხარჯზე აწყობენ სხვა პარტიების, ამ შემთხვევაში „ლელოს“ პროვოკაციას. ესენი არიან სხადასხვა აიპ-ის თანამშრომლები: ქალბატონი მანანა მაქაცარია – ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან. რონალდ მაქაცარია – სპორტის აიპ-ის ხელმძღვანელი, ჯაბა შენგელია – კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ვახო ზარანდია – ოცნების აქტიური მხარდამჭერი და ასე შემდეგ. მე მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და კერძოდ მათ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მსგავსი მეთოდები იყო 90-იან წლებში და ამ მეთოდებმა საქართველო გახლიჩა. ჩვენ ყველა ასეთ ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არცერთ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, მმართველი პარტია მოსახლეობის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხებს საარჩევნო კამპანიების ჩასაშლელად იყენებს. „პირადად მე ბოლო 30 წელია ყველაზე მსხვილი შემავსებელი ვარ ბიუჯეტის, ეს თანხა კი იხარჯება იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენოს საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად. ასევე, გუშინ ღამით სამტრედიაში ჩვენი შტაბის უფროსის მანქანა დაამტვრიეს. ეს ფაქტები გრძელდება. სუს-ის თანამშრომლებიც იდენტიფიცირებული გვყავს და წარმოვადგენთ მათ სიას, ვინც დასდევს ჩვენი პარტიის თანამშრომლებს და არბევს. ეს არის გუშინდელი საქართველო და ასეთი ადამიანები და ქმედება არავის არ სჭირდება, ქვეყნის სათავეში მდგომი ასეთი ადამიანებისგან საქართველოს გავწმენდთ,“-აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „ლელოს“ მიერ ადგილობრივებთან გამართულ ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარეს – მამუკა ხაზარაძეს ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანდია და სხვადასხვა აიპ-ის თანამშრომლები, მათ შორის ზუგდიდის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის უფროსი მადონა მაქაცარია პროვოკაციის შემცველი კითხვებით დახვდნენ. ზემოაღნიშნული პირები ცდილობდნენ, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაეშალათ „ლელოს“ ღონისძიება.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved