• რეკლამა
  • კონტაქტი
20:51, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ მამას თავი დაანებეთ, დღეს ეკლესია გაცილებით ძლიერია, ვიდრე გუშინ იყო“

ალია ავტორი - ალია
15:26 01-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

„დღეს ჩვენს სულიერ მამას ის ადამიანები ებრძვიან, რომლებმაც არ იციან, რა არის ეკლესია“,- ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

„უახლოეს წარსულს რომ გადავხედოთ, რომელიც ჩვენს თვალწინ მოხდა, მრავალი ფარისეველი ხელშემწყობი იყო ჩვენი ქვეყნის დაქცევისა. უმრავლეს მათგანს სახარებაც კი არ აქვს წაკითხული. ისინი დღეს ცდილობენ, ერთ ადამიანს ებრძოლონ, რამეთუ ეს ადამიანი, მათი გაგებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თავისი მსოფლმხედველობით, პასიურია. რომელიმე მათგანს თუ წაუკითხავს პატრიარქის ერთი ეპისტოლე?

ჩვენი პატრიარქი  აქტიური საზოგადო მოღვაწეა. გარდა იმისა, რომ იგი სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობას იღებს, ნებით თუ უნებლიეთ, ზოგს სურვილი აქვს თუ არა, იგი აქტიური მღვდელმთავარია. ყოველთვის წირავს, იმდენს, რასაც ზოგიერთი მღვდელი არ წირავს, მათ შორის მეც. წირვა ფიზიკურად დამქანცველია, მით უმეტეს ასაკოვანი ადამიანისათვის, რომელსაც მძიმე  ცხოვრება აქვს გამოვლილი. იგი ყოველ წირვაზე ქადაგებს და მოუწოდებს ერს. ეს ქადაგებები ტაძარში წირვაზე ისმინება. ეკლესიის მოწოდებას ყური დაუგდეთ, მოუსმინეთ და შეასრულეთ. პატრიარქი ყოველთვის ქადაგებს.

რას აკეთებს პატრიარქი? გამოდიან და დასცინიან. თუ ტაძარში არ მიდიხარ, როგორ გაიგებ?  იცი საერთოდ, რა არის ქრისტიანობა, აღსარება, უფალთან ერთობა ზიარებით? 

საქმე იმაშია, რომ გველი კი სისინებს, რომელიც ბრძენია, მაგრამ ეგ ბოროტი სიბრძნეა. უგუნურებასთან თანაზიარნი ვერ ხვდებიან, რომ პატრიარქთან ბრძოლას შედეგი არ ექნება. იმიტომ, რომ პატრიარქის უკან დგას ეკლესია. დღეს ეკლესიას იმდენი ერთგული შვილი ჰყავს, რომ მას ფიზიკურადაც ვერ დააჩოქებ. უამრავი ადამიანი მზადა, სისხლი დაღვაროს ეკლესიის სიწმინდისათვის, თავისუფლებისათვის. არავის მივცემთ უფლებას, ხელებით შეეხოს დედა ეკლესიას. ჩვენ მამას თავი დაანებეთ. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. რაც მეტად შეეხებიან წმინდა ეკლესიას ბინძური ხელებით, მით ძლიერად განიფერთხავს მათ. დღეს ეკლესია გაცილებით ძლიერია, ვიდრე გუშინ იყო“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved