• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:07 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 2012 წელი გაიხსენა, როდესაც სამტრედიაში კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ წარვუდგინოთ ჩვენს საზოგადოებას ჩვენი მერობის კანდიდატი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად ვიყავით რამდენიმე წლის წინ, სად ვართ დღეს, სად მივდივართ და სად ვიქნებით ხვალინდელ დღეს. ვიმყოფებით რა სამტრედიაში, მახსენდება 2012 წელი, როდესაც ჩემს მეგობარ კახა კალაძესთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში. მაშინ სხვა დრო იყო, მეგობრებო. ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული, ხელშესახები პროგრესი განიცადა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი თუ სხვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, იმიტომ, რომ ძალიან  ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, საქმე ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოყვანა ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ასეთი ხალხისგან არის დაკომპლექტებული „ქართული ოცნება“. ჩვენ ჩვენი მიღწევებით, შრომით, ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით ვაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ამ შეცდომებს ვიაზრებთ, ვასწორებთ, მივდივართ წინ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved