• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი … მკვლელობის მომენტი არ მახსოვს – ორსული ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოზე

ალია ავტორი - ალია
18:20 09-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

ორ­სუ­ლი ცო­ლის, ქეთა კე­პუ­ლა­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გოგა გზი­რიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში დღეს მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძის წი­ნა­შე ჩვე­ნე­ბა მის­ცა და თქვა:

“ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არ გვქო­ნია, ჩვენ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და…სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ნარ­კო­ტიკს მო­ვიხ­მარ­დი დიდი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბოლო პე­რი­ოდ­ში, მო­ვუხ­ში­რე და ფხი­ზე­ლი აღარ ვი­ყა­ვი, სას­მელს თავი და­ვა­ნე­ბე და ნარ­კო­ტიკ­ზე გა­და­ვე­დი… ნორ­მა­ლუ­რად რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ასეთ რა­მეს გა­ვა­კე­თებ­დი?”

“სა­ნამ ჯან­საღ გო­ნე­ბა­ზე ვი­ყა­ვი, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ურ­თი­ერ­თო­ბა არ შეც­ვლი­ლა, მე შე­ვიც­ვა­ლე, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ვი­ყა­ვი, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, ნორ­მა­ლუ­რად, რო­გორც შე­მე­ფე­რე­ბო­და, ისე არ ვიქ­ცე­ო­დი.

ქეთა მეხ­მა­რე­ბო­და, ცდი­ლობ­და, რომ კარ­გად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ექიმ­თან რომ დავ­დი­ო­დი, წამ­ლებს მა­ს­მევ­და. სა­წყობ­ში ვმუ­შა­ობ­დი, მერე ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ ვმუ­შა­ობ­დი – ნარ­კო­ტი­კე­ბის გამო, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ნარ­კო­ტიკს მო­ვიხ­მარ­დი დიდი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბოლო პე­რი­ოდ­ში, მო­ვუხ­ში­რე და ფხი­ზე­ლი აღარ ვი­ყა­ვი, სას­მელს თავი და­ვა­ნე­ბე და ნარ­კო­ტიკ­ზე გა­და­ვე­დი, ხან ყა­ვა­ში ვის­ხამ­დი ნარ­კო­ტი­კებს, ხან ჩა­ი­ში, ხან ლუდ­ში.

ექი­მის მიერ და­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენ­ტებ­საც ვი­ღებ­დი და სხვა რა­მე­საც. უთან­ხმო­ე­ბა რამ გა­მო­იწ­ვია, ვერ ვიხ­სე­ნებ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არ გვქო­ნია, ჩვენ გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მის ახ­ლობ­ლებ­საც კი­თხეთ. ცი­ხე­ში უფრო დავ­ლაგ­დი, ნარ­კო­ტი­კებს რომ არ ვი­ღებ, წამ­ლებს ზო­მი­ე­რად მა­ს­მე­ვენ”, – გა­ნა­ცხა­და გზი­რიშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რო­რის ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძის კი­თხვა­ზე, თუ რას იტყო­და, გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე მის მიერ ნათ­ქვამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ მისი მე­უღ­ლე მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მის და­ნახ­ვა­ზე მა­ლავ­და და არ აჩ­ვე­ნებ­და, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მან აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ი­გო­ნა.

“რა­ღაც მი­ზე­ზი მო­ვი­ფიქ­რე, რომ ჩემ­ზე პო­ლი­ცი­ა­ში ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლი­ყო, რა­ღაც მი­ზე­ზი ხომ უნდა მეთ­ქვა… სა­გი­ჟეთ­ში არ მინ­და წას­ვლა და რაც მო­ვი­ფიქ­რე, თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად, ყვე­ლას ის მო­ვუ­ყე­ვი”, – გა­ნა­ცხა­და გზი­რიშ­ვილ­მა.

უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის მო­მენტზე ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვერ მოჰ­ყვე­ბა, რად­გან არ ახ­სოვს.

“რომ და­ვარ­ტყი, არ მახ­სოვს, და­ნით რომ მოხ­და კი, ხელი მქონ­და გაჭ­რი­ლი, მივ­ხვდი რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ვი­დი­ნე და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ პირ­ველ რიგ­ში, პო­ლი­ცია უნდა გა­მო­მე­ძა­ხე­ბი­ნა. ნორ­მა­ლუ­რად რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ასეთ რა­მეს გა­ვა­კე­თებ­დი? ამ­პუ­ლე­ბით ვსვამ­დი “დი­მედ­როლს”. მა­რი­ხუ­ა­ნას 3 წელი ვი­ღებ­დი, შემ­დეგ სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტიკს.

მეჩ­ვე­ნე­ბო­და რა­ღა­ცე­ბი, რომ კა­კუ­ნი იყო და რომ გა­ვა­ღებ­დი კარს, გა­რეთ არა­ვინ იყო. ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მა­მამ წა­მიყ­ვა­ნა, ერ­თად ვი­ყა­ვით, ექიმ­მა წამ­ლე­ბი გა­მო­მი­წე­რა და ვსვამ­დი”,- გა­ნა­ცხა­და გზი­რიშ­ვილ­მა.

მო­სა­მარ­თლის ლაშა ჩხიკ­ვა­ძის კი­თხვა­ზე, თქვე­ნი მე­უღ­ლის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ იცო­დით, თქვე­ნი თქმით, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­დით, ამის გამო ხომ არ ხდე­ბო­და თქვენ­სა და თქვენს მე­უღ­ლეს, ან ოჯა­ხის სხვა წევ­რებს შო­რის, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “ამას ვერ იხ­სე­ნებს”.

ცნო­ბის­თვის, 22 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გოგა გზი­რიშ­ვილ­მა გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, და­ნით ორ­სულ მე­უღ­ლეს – ქეთა კე­პუ­ლა­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში 30 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორ­სუ­ლი კე­პუ­ლა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გზი­რიშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111,109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გოგა გზი­რიშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ სრუ­ლად ცნობს.

თეგები: გოგა გზირიშვილისასამართლოფემიციდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved