• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენ გველის ერთ-ერთი ყველაზე რთული კალენდარული წელიწადნახევარი… მოწინააღმდეგის გეგმები – ვიცით“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:15 08-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
355

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი:

„შემოდგომის დაწყებამდეც კი არ გვასვენებენ. რა გაეწყობა – შევაჯამოთ მათი მორიგი “ინტერმედია”, ანუ “ცხელი” შემოდგომის “პრელუდია”:
✅ აშშ-ს ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ღიად ახმოვანებს, თუ რა “ლიბრეტოს” თანხლებით ჩაივლის ჩვენთვის 2024 წლის წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდი: არჩევნები გამოცხადდება “გაყალბებულად”, რამეთუ ვერც ერთი “ჰოროსკოპის” მონაცემებით, ხელისუფლებაში ნაცსექტის დაბრუნება ვერ მოხდება
✅ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სწორედ იმ ახალი საარჩევნო სისტემის დისკრედიტაცია, რომლის საწრაფო წესით შემოღებას ასე გვაჩქარებდნენ – როგორც ჩანს, სწორედ იმ მიზნით, რომ მის “არასრულყოფილებაზე” აეგოთ “გაყალბების” თავისი ფეიკ-კამპანია
✅ დიდი ალბათობით, საქართველოში მოხდება გრძელვადიანი მისიის “დესანტირება”, წინასაარჩევნო პერიოდის “მონიტორინგის” მიზნით, რეალურად კი – საქართველოში მივლინებული იქნებიან “ფერადი რევოლუციებისა” და “მაიდანის” გამოცდილი ტექნოლოგები
✅ ამ “მონიტორინგის” ჯგუფებს კოორდიანაციას გაუწევენ რამოდენიმე კვირაში თბილისში ჩამოსასვლელი აშშ-ს ახალი ელჩი და მისი მოადგილე
✅ სექტემბრისთვის მოსალოდნელია ადგილობრივ რევოლუციონერთა ფონდში რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის შემოდინება
✅ პოლონეთში, ქალაქ გლივიცეში (კატოვიცესთან) გრძელდება სპეციალურ ბანაკებში, სამხედრო სწავლების ილეთების შემცველი ტრენინგები, რამოდენიმე ასეული ქართველი “ზონდერ-ბოევიკისთვის”
✅ უკრაინაში მზად არიან საქართველოში პოლიტიკურად ანგაჟირებული მეომრების დესანტირებისათვის
✅ ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაკონტროლირებელი ძალები ფხიზლად ადევნებენ თვალყურს საქართველოს ევროპერსპექტივების მომავალთან დაკავშირებით, “საჭირო” დროს, “საჭირო” გადაწყვეტილების მისაღებად “საჭირო” ღილაკზე თითის დასაჭერ გარემოებებს
✅ თბილისისა და პეკინის სტრატეგიული დაახლოვების გამო უკიდურესად უკმაყოფილო მოსკოვი, ორმაგი ყურადღებით დააკვირდება “ცხელი შემოდგომის” სცენარის განვითარებას, მოვლენების “სარისკო” და “სახიფათო” კატეგორიებად შეფასების შემთხვევაში, ცხინვალისა და სოხუმის “დაცვის” გაძლიერების მიზნით, აქ სამხედრო კომპონენტის გასაძლიერებლად
✅ ის რომ ხელისუფლების “ამყირავებლები” ხელოვნურად აგორებული “მაიდანიზაციის” მცდელობისას, ამ ჯერზე გამიზნულად შეეცდებიან სისხლისზღვრისა და სამოქალაქო დაპირისპირების მწვავე ფაზის პროვოცირებას – ეჭვებს თითქმის აღარ იწვევს…
ჩვენ გველის ერთ-ერთი ყველაზე რთული კალენდარული წელიწადნახევარი. ანუ, ჩვენი რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად – მთავარი ტესტი. მოწინააღმდეგის გეგმები – ვიცით. მთავარია თითოეული ჩვენგანის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მზადყოფნაში ვიყოთ დარწმუნებული. რაც შეეხება ხელისუფლებას – თუ შეცდომებს არ დაუშვებს, უფლისა და ჩვენს მხარდაჭერაში ეჭვი ნუ შეეპარება.“
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved