• რეკლამა
  • კონტაქტი
01:02, ოთხშაბათი, 8 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითის და მარნეულის მოსახლეობის წინაშე, როდესაც ვაკე არ ჩაგვიკეტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეშიც იყო ვირუსი – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
15:06 11-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

სახალხო დამცველობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია:

„კორონას პერიოდში სახალხო დამცველის ინსტიტუტის და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით გამოცდა დადგა. ამ პერიოდში ადამიანის მთავარი უფლება, რაც დაირღვა, იყო ეჭვის საფუძველზე ადამიანების დაპატიმრება. ჩვენ იტალიიდან ჩამოსული ხალხი კარანტინში ჩავსვით. რატომ ჩავსვით ციხეში ადამიანები ეჭვის საფუძველზე? – ეჭვი გვქონდა, რომ მათ სხეულში იყო ვირუსი. შეშინებული იყო საზოგადოება, შეშინებული იყო მართლმსაჯულების სისტემა, შეშინებული იყო მედიცინა, გამოსავლად კი ვიპოვეთ ის, რომ ადამიანები წაგვეყვანა ციხეში, გამოგვეკეტა სახლში და საკუთარი უცოდინარობა ასე „გაგვეპრავებინა“. ბევრს შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ სახალხო დამცველს – არა! როგორც მართლმსაჯულების სისტემები ჩავარდა სამყაროში ბევრგან, ჩვენთან სახალხო დამცველის ინსტიტუტი სრულად ჩავარდა მაშინ, როცა მადლობას უხდიდა მთავრობას გატარებული ღონისძიებებისთვის. ჩემი განსხვავებაც ეს იქნებოდა, არცერთ შემზღუდავ ღონისძიებას მხარს არ დავუჭერდი. არ დავუჭერდი მხარს ჯერ ომად გამოცხადებას ვირუსთან ბრძოლის და მერე ავტომატებით დგომას რომელიღაც საზღვრებზე.

თუ რამე მართლა არის დისკრიმინაცია, ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითის და მარნეულის მოსახლეობის წინაშე, როდესაც ვაკე არ ჩაგვიკეტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეშიც იყო ვირუსი, მაგრამ ღვანკითში და მარნეულში იმავეს ვაკეთებდით, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მე რასაც ვამბობ, ის რომ მართალი იყო, დღეს ცხადია. იმ დროს, იმ ვირუსთან დაკავშირებით ჩვენ რაც ვიცოდით, ეს საკმარისი იყო თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენ ყველა კანონის და მართლმსაჯულების შესრულებაზე უარი კი არ გვეთქვა, მინიმუმ პროცედურები დაგვეცვა და სამართლიანი სასამართლოს უფლება მოგვეწყო უდანაშაულო ადამიანისთვის და არა ის, რომ კონვეიერული წესით საკნებში გადაგვეყვანა და ამ საკნებისთვის პალატები დაგვერქვა. მოცემულ შემთხვევაში ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ადამიანები იტალიაში იყვნენ წასულები, აეროპორტში ვიჭერდით მათ და აბასთუმანში მიგვყავდა სასამართლოს გარეშე“

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია – მედია
ახალი ამბები

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

17:35 02-06-2023
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023

ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

13:25 02-07-2023
„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის
ბიზნესი

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

12:52 02-07-2023
„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved