• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“ – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
23:21 06-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,683

„ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“. ეს არის სწორი, მორალური საქციელი, გავათავისუფლეთ იმ უბედურებიდან, სადაც იყვნენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკაში, მათ შორის, გადაბირებაც, ჩვეულებრივი ამბავია. მისივე თქმით, თუ პოლიტიკაში რაიმე ამორალურია, არის სწორედ „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია.

„გახარიას რომ გაჰყავდა „ქართული ოცნებიდან“ წევრები, ეს გადაბირება იყო. პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია გადაბირებაც, მათ შორის – შენ ადამიანს არწმუნებ, რომ გახარია არის ლუზერი და შენთან უნდა დაბრუნდეს. ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“. ეს არის სწორი, მორალური საქციელი. პირიქით, გავათავისუფლეთ იმ უბედურებიდან, სადაც იყვნენ. გახარიამაც გადაიბირა. პოლიტიკაში ხალხის დარწმუნებაა მთავარი ამოცანა, მათ შორის სხვისი პარტიის წევრების. როგორც გახარია არწმუნებდა არჩევნებამდე ვიღაცებს, რომ გადასულიყვნენ მის პარტიაში, ჩვენთან ვერ ხვდებოდნენ სიაში. რეალურად, 4 მუნიციპალიტეტია, სადაც „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ შექმნეს კოალიცია. გადაბირებას რაც შეეხება, ეს არის პოლიტიკაში მიღებული მეთოდი, მიუღებელ მეთოდებს ჩვენ არ ვიყენებთ. სწორედ ამის გამოა, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში დღეს არის შემდგარი „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია. მანამდე ერთი მეორეს უწოდებდა თვალთხარიას, ის ამას – კრიმინალს. თუ რამე ამორალურია, პოლიტიკაში არის სწორედ ეს, „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია. კოალიციას ალაგებ, მუშაობ დეპუტატებთან ინდივიდუალურად, თვითმმართველობის დონეზე მითუმეტეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასე, ჩვენი სიით არჩეული 5 კაცი გაიყვანა გახარიამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved