რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთ– უკრაინის ომზე ამბობს რომ რუსეთს არაფერი დაუწყია:
„ჩვენ არაფერი დაგვიწყია „სამხედრო ოპერაციების“ კუთხით, მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები 2014 წელს დაიწყო უკრაინაში „სახელმწიფო გადატრიალების“ შემდეგ. „სამხედრო ოპერაციის“ ჩატარება მიზნად ისახავს იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც 8 წელია დონბასში წნეხის ქვეშ არიან“, – აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკითხი მშვიდობიანად ვერ მოგვარდა.
„ჩვენი ყველა ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ხალხის დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ შევასრულებთ. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას“
კომენტარები