• რეკლამა
  • კონტაქტი
08:52, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

 ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ ვმოქმედებთ პრინციპულად იქ, სადაც სისტემას კონკრეტული პოლიტიკოსი უპირისპირდება – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:49 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

პარლამენტი სამართლებრივი საფუძვლით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ასე იმსჯელა პარლამენტმა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ მოქმედებს ხისტად, მაგრამ მოქმედებს პრინციპულად იქ, სადაც სისტემას კონკრეტული პოლიტიკოსი უპირისპირდება“.

„ჩემი განცხადება რომ არ მოეწონათ, ეს უკვე კარგია. თუ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თურმე პარლამენტს ბადრი ჯაფარიძის მიმართ პოლიტიკური განცხადება მიუღია, გამოდის, რომ კანონი წაუკითხავთ, რადგან კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და არა – სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.

ახლა გვაბრალებენ, რომ თურმე პარლამენტმა კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა. განვმარტავ, სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი – პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. პარლამენტს არ აქვს უფლება, რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. სამართლებრივი საფუძვლით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ამაშია სწორედ საქმე. ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა გვემსჯელა, დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასე იმსჯელა პარლამენტმა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როცა წარსულში ჩადენილ დანაშაულს აღიარებ, ამით უპირისპირდები არა სისტემას უსამართლოდ, არამედ გამოხატავ გარკვეულ სინანულს, რაც შეიძლება, გახდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი. ბადრი ჯაფარიძემ სხვა რამ არჩია, მან არჩია, დაპირისპირებოდა სისტემას და გახსოვთ, რომ პოლიტიკურ ჯგუფს გვაბრალებდა სასამართლოსთვის დაკვეთის მიცემას. ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება. როცა პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება, სისტემა ბუნებრივია, მას პასუხს სცემს. ჩვენ რომ გვდომოდა, ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა, შეგვეძლო, 50-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა ეს ორჯერ არ გავაკეთეთ. ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ ვმოქმედებთ პრინციპულად იქ, სადაც სისტემას კონკრეტული პოლიტიკოსი უპირისპირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას, საკითხზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ სახეზეა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ ალიანსი, რასაც ყველა ხედავს.

„ყველა კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ ალიანსი არის სახეზე. ამას დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდებოდა, თუმცა რუსთავის მაგალითზე დავინახეთ, რომ რეალურად არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაცმოძრაობასა“და „ლელოს“ შორის. დარწმუნებული ვართ და ვიყავით, რომ რუსთავში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს და ამისთვის დამატებითი საფუძველი შეგვიქმნა ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურამ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც გააკეთა კომენტარი და როგორც აღნიშნა, ოპოზიციაში დეპუტატების საკმარისი რაოდენობაა, რომ სურვილის შემთხვევაში, კომისია შექმნან.

„ოპოზიციას შეუძლია, დროებითი საგამოძიებო კომისია ახლაც შექმნას. ჯამში არიან 50-ზე მეტი. გახარიას პარტიას ერთხელ რაღაც ეუხერხულა, მხარი დაეჭირა კომისიისთვის, მაგრამ ეს უხერხულობა ისე მოიხსნება, როგორც მოიხსნა ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და რუსთავის შემთხვევაში“, – განაცხადა კობახიძემ.

1 tv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved