• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, ცესკომ რა ქაღალდი შეიძინა, ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია” – საია

ალია ავტორი - ალია
15:00 10-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,370
საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე:
” რამდენიმე სიტყვით შევაჯამებ საიას არგუმენტებს ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.
არსებობს ფარულობის დარღვევის სხვადასხვა პრაქტიკა. ფარულობის დარღვევის ინდივიდუალური შემთხვევები – როდესაც ამომრჩეველს კაბინაში ვინმე შეყვება და მის არჩევანს აკონტროლებს; როდესაც ამომრჩეველი თავად ამჟღავნებს, ვის მისცა ხმა; როდესაც კომისიის წევრი ართმევს ბიულეტენს, ხსნის ჩარჩო კონვერტს და ხედავს არჩევანს და ა.შ. და არსებობს ფარულობის იმ ტიპის დარღვევა, როდესაც არჩევნების ინფრასტრუქტურა იმგვარია, რომ ფარულობის დაცვას სისტემურად ვერ უზრუნველყოფს. საიას მიდგომა ამგვარია – ინდივიდუალური შემთხვევები, თუ ის კონკრეტულ უბანზე განმეორებადი ქცევა არ არის ან სხვა დარღვევებთან კომბინაციაში არ გვხვდება, უბნის შედეგების ბათილობის საკითხს არ აყენებს დღის წესრიგში. თუმცა, თუ ფარულობის დარღვევა სისტემურია, მიუხედავად იმისა, ყველა ამომრჩევლის არჩევანი გამჟღავნდა თუ არა, შედეგების ბათილობას იწვევს, რადგან ფარულობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე არჩევნები ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ფარულობა არჩევნების მთავარი პრინციპია.
როდესაც სადამკვირვებლო მისია გაქვს, კენჭისყრის დღის სპეციფიკა იმგვარია, რომ დილიდან უბნებიდან დამკვირვებლების მიერ შემოსული ინფორმაციის აღიცხვას იწყებ. დღის განმავლობაში თუ ცალკეულ უბნებზე არსებულ დარღვევებს წარუდგენ საზოგადოებას, თანდათან იწყებ დარღვევების მასშატბების გამოკვეთას და მის ანალიზს. ასე მოხდა ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც. დღის განმავლობაში შემოდიოდა ინფორმაცია უბნებზე კამერების შესახებ, ასევე, ცალკეული შემთხვევები უბნებიდან, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა კვალი. დღის ბოლოს, როდესაც მათ შორის, ხმის დათვლა დასრულდა, მიღებული ინფორმაცია გვაძლევდა იმ სურათს, რომ ხმის ფარულობის პრობლემა სისტემურად დაგვენახა და სწორედ ამიტომ, საიას მისიის კენჭისყრის დღის განცხადებაში სამი ძირითადი დარღვევის პატერნიდან ერთ-ერთი იყო ფარულობის დარღვევის ეს ფორმა (დანარჩენი ორი იყო მარკირების პროცედურების დაუცველობა და დამკვირვებლებისათვის მტრული გარემოს შექმნა).
საიას სადამკვირვებლო მისიის ამოცანაა, რომ მას შემდეგ, რაც აქვს კენჭისყრის დღის სრული სურათი, საკუთარ დაკვირვებებს და გამოკვეთილ დარღვევებს სამართლებრივად უპასუხოს. ამიტომ, ეს დარღვევები უნდა გადაიტანოს დავის სტრატეგიებში. სწორედ ამისთვის, სადამკვირვებლო მისიას არჩევნების დღის შემდგომ აქვს სამი დღე, რომ ეს დავები ჩამოაყალიბოს. ჩვენს მისიას წარდგენილი აქვს ასობით სხვა მოთხოვნა ინდივიდუალურ თუ განმეორებით დარღვევებზე რეაგირების შესახებ, მაგრამ ისინი ვერ ფარავდა ხმის ფარულობის სისტემურ პრობლემას. ჩვენი ვალდებულება იყო გვეპასუხა ფარულობის დარღვევის სისტემურ პრობლემაზე. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენს ორგანიზაციას ამ დრომდე არ ჰქონია გამოცდილება, ფარულობის დარღვევის ასეთ სისტემურ პრობლემაზე სამართალწარმოება დაეწყო, დავის ამ სტრატეგიამდეც გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივედით. მესმის, რომ არ არის მარტივი, როდესაც ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო ამომრჩევლის ხმების 90%-ის ბათილობას ითხოვ, თუმცა, ამის გასაჩივრებაზე უარის თქმა, მაშინ, როდესაც მისი მასშტაბები დაინახე, იქნებოდა თვალის დახუჭვა ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლების დარღვევაზე.
ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ იმ 2263 უბანზე, რომლის ბათილობასაც ვითხოვთ, ვინმემ ზუსტად იცის, თითოეული ამომრჩევლის არჩევანი რა იყო. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ბიულეტენი მეორე მხარეს ტოვებდა კვალს, რაც შეცურებისას არღვევდა ფარულობის პრინციპს.
ისმის მოსაზრებები, რომ თუ სწორად მოათავსებდა ამომრჩეველი კონვერტში ბიულეტენს, გაფერადებული უკანა მხარე არ გამოჩნდებოდა. ეს არასწორი არგუმენტია, რადგან ბიულეტენი არ ცურდება კონვერტთან ერთან ან იმ სისწრაფით, რომ კონვერტიდან როდესაც აპარატში შეცურებას იწყენს, გაფერადებული წრის დანახვა ვერ მოასწრო. ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულებები, რომ შეცურებისას საცდელი წრის შემდგომ, მეორე გაფერადებული წრეც (პარტიისთვის მიცემული ხმა) ჩანს. გარდა ამისა, ზოგჯერ აპარატი ბიულეტენს არ იღებს და უკან აბრუნებს, ეს ბიულეტენები ხელახლა უნდა შეაცუროს ამომრჩეველმა აპარატში. როდესაც ეს ბიულეტენი უკან ბრუნდება, ის რა თქმა უნდა, ჩარჩო კონვერტის გარეშეა და ამომრჩეველმა ჩარჩო კონვერტში სწორად ჩადო თუ არა, ამ შემთხვევას ვერ აზღვევს.
ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, ცესკომ 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი შეიძინა თუ არა, ჩვენ არ ვართ ქაღალდის ექსპერტები, რომ ამ ტერმინებით მივხვდეთ, ეს ფარულობას დაარღვევს თუ არა, მით უფრო, მარტო ქაღალდიც არაფერს გეუბნება თუ არ იცი მარკერის პარამეტრები და არც მარკერის სპეციალისტები ვართ. ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია.”
შეიძლება იყოს სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved