• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

ალია ავტორი - ალია
20:33 10-12-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
კომერციული ფართები
Facebook-ზე გაზიარება
27

თითქოს კარგი კომერციული ფართი იქირავე, კარგ ადგილას, ხალხი გვერდს ვერ უქცევს ქუჩაში ერთმანეთს, ისეთი მოძრაობაა და ბიზნესი მაინც არ მუშაობს. ასეთ დროს ან ბედს შეწყრებიან ხოლმე და ან ღმერთს. აგე, ბედი არა მაქვს, ღმერთმა არ ინება, მეზობელმა ცუდი თვალით შემომხედა, ნათესავმა მომატირა და გართულებულ შემთხვევებში უკვე ჯადოს ეძებენ ლეიბის ქვეშ.

არადა, ყველაფერი ბანალურამდე მარტივია. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი დადის შენი ვიტრინის წინ, თუ იმათგან არც ერთი არაა შენი პოტენციური კლიენტი. აი, თუ დადიან ამ კონკრტეტულ ადგილას, შენი პოტენციური კლიენტები, მერე უკვე ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ქუჩის რომელ მხარეს უფრო მეტი ადამიანი დადის, რომელ საათებში უფრო დიდი ნაკადია, როგორ მოაწყვე ვიტრინა და ა.შ. თუმცა, ჯერ, მოდი, ადგილის შერჩევაზე ვისაუბროთ. 

“ტიტანი” წესი

ამ ბოლოს მოდაშია რომ ყველაფერს ოქროს ვარქმევთ. თავი გამოვიჭირე, ახლაც მინდოდა დამეწერა, რომ ოქროს წესი არსებობს, თუმცა, მოდი, ეს იყოს ტიტანის, როგორც ყველაზე გამძლე, მტკიცე მეტალის წესი. სხვათა შორის წარმატებული ბიზნესის წყარო მუდმივი, მტკიცე კლიენტურაა და არა ერთჯერადი მოგება.

ჩვენი ტიტანის წესი ძალიან მარტივია, – უნდა ვნახოთ რა ობიექტია კომერციული ფართის გვერდით ან წინ და დავსვათ მთავარი კითხვა – რას აკეთებენ, ან რას გააკეთებდნენ ამ ობიექტის მომხმარებლები იქ შესვლამდე 15 წუთით ადრე, ან გამოსვლიდან 15 წუთის შემდეგ? წესით, ამ კითხვაზე პასუხმა, ბიზნესიდეა თავად უნდა გიკარნახოს.

ან, თუ შენ აქირავებ კომერციულ ფართს, მაშინ უნდა მიხვდე, რომელი ბიზნესისთვის შესაფერისად მოაწყო და რომელ ბიზნესზე გააქირავო. არც ერთ გამქირავებელს უნდა, ბიზნესმა ვერ იმუშაოს, გაკოტრება და გაქცევა მოუწიოს, ამიტომ, შეუძლია თავად განსაზღვროს სფერო, რომელიც მომგებიანად იმუშავებს და დაზღვეული იქნება

ალბათ, ადვილად სათქმელია და შესასრულებლად არც ისე? პრაქტიკული მაგალითებით მოვყვები და შეგიძლია პირდაპირ გამოიყენო, ან პრინციპი გაითავისო და უკვე თავად დაგეგმო შენთვის სასურველი ბიზნესი სად უნდა გახსნა.

ლაიფჰაკები კომერციულ ფართებზე:

სპორტდარბაზის და ფიტნეს ცენტრის მიმდებარედ გახსენი ​ჯანსაღი კვება და პროტეინ, სმუზი–ბარი, ჯანსაღი ბოულებით, პროტეინ–შეიქებით და ვიტამინებით.

ასევე სპორტული მასაჟი, ფიზიოთერაპია – რადგან ეს ვარჯიშის შემდეგ კუნთების აღდგენის და ტრამვების პრევენციისთვის საუკეთესო გზაა. სპორტული დარბაზის მომხმარებლებს კი შესთავაზე ფასდაკლების ბარათები, ოღონდ, ფასდაკლებული ქულების მხოლოდ თქვენთან გამოყენება რომ შეეძლოთ, მაგალითად, პროტეინის ყიდვისას.

ერთი პატარა ხრიკიც, პროტეინის ყიდვა ფასდაკლების კუპონით შეეძლება გამოიყენოს ფიზიოთერაპიის მეორე დღეს, ოღონდ კონკრეტულ საათებში. მაგალითად, თუ თქვენთან კლიენტები ყველაზე ნაკლებად მოდიან დღის 15-17 საათებში, სწორედ ამ საათებს დაამთხვიე ფასდაკლების პერიოდი. ასე აიძულებ მეორე დღესაც მოვიდეს და თან ზუსტად იმ საათებში, როცა შენს ბიზნესს სჭირდება და უჭირს. ხომ იცი, სადაც ხალხია, ის ადგილი ყოველთვის უფრო მიმზიდველია.

​ბიზნეს-ცენტრებთან გახსენი ​ხარისხიანი ყავის წერტილი, ლანჩ-ბარი. მარტივი ჩანს, ხო,? ალბათ, ფიქრობ, მაგას ხომ ისედაც მივხვდებოდიო. კი, ასეცაა. ამიტომ, გავართულოთ.

ბიზნეს ცენტრებთან ასევე კარგი იქნება გახსნა ქიმწმენდა და ფეხსაცმლის შეკეთების და შეკერვის სერვისი. თუ მოზრდილ ფართს იპოვნი და სამკერვალო და სამღებრო მომსახურებაც გექნება ერთ სივრცეში – უკეთესი.

ბიზნესცენტრში მომუშავე ადამიანებს არც ისე ბევრი დრო აქვთ. სერვისი, – დილით წავიდა სამსახურში, დატოვა ფეხსაცმელი შესაკეთებლად, ან კოსტუმი ქიმწმენდაში, სამსახურის მერე გამოიარა და წაიღო, მისთვის ძალიან კომფორტულია.

თუ მცირე კომერციულ ფართს იშოვნი ბიზნეს ცენტრის გვერდით, საკანცელარიო მომსახურება შეგიძლია გახსნა – სწრაფი პრინტი, აკინძვა, ლამინირება, სავიზიტო ბარათების დამზადება.

საბავშვო ბაღებთან კარგად მუშაობს ბავშვთა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზია. სათამაშოების და საბავშვო წიგნების მაღაზია. ასევე სწრაფი კვება და მყუდრო კაფე, Wi-Fi –ით, ხარისხიანი ყავით მშობლებისთვის.

სკოლებთან კი კომპიუტერული თამაშების კლუბზე უკეთ რთულად იმუშავებს რამე. საბავშვო მოედნების წინ კი ჩამოსასხმელი ნაყინია იდეალური.

ქალაქის გასასვლელ შემოსასვლელთან არის რამდენიმე ადგილი, სადაც საათობით დგანან სატვირთო მანქანები და ელოდებიან, როდის მიეცემათ დაძვრის უფლება – გახსენი ასეთ ადგილებში ჰოთდოგ-ბარი.

შუა ქალაქში კი, მინიმუმ რამდენიმე ქუჩაა, სადაც საშაურმეებია ჩალაგებული – ჩადგი მათ შორის ფასიანი ბიო ტუალეტები. მართალია, ამისთვის ნებართვის აღება დაგჭირდება, ცოტას იწვალებ, მაგრამ – ღირს. 

​სამედიცინო კლინიკებთან და საავადმყოფოებთან აფთიაქი და ორთოპედიული მაღაზია რომ კარგად მუშაობს უკვე მიხვდებოდი. ასევე სასურველია ​ხილის, ყვავილებისა და საჩუქრების მაღაზია: ვიღაც პაციენტის მოსანახულებლად მიდის, ვიღაცას ექიმისთვის უნდა ყიდვა.

თუ სუფთა, მშვიდ კაფეს გახსნი, სადაც დიეტური საკვებიც იქნება და არადიეტურიც, ოღონდ, ბიუჯეტურ ფასად – შესთავაზე ექიმებს და ექთნებს ქულების პრინციპი. ყოველი 10 ქულის შემდეგ, ყავა და დესერტი უფასოდ, ან რომელიმე კერძი. ქულების მოსაგროვებლად, რამე სახალისო მეთოდი მოიფიქრე, ან პლასტმასებისგან მონეტების მსგავსი დაამზადებინე, ან მუყაოს ქაღალდზე ბეჭდებად დაურტყი, ან მარტივი აპლიკაცია გააკეთე.  პირველი ბეჭედის შემდეგ, მან უკვე იცის, რომ დარჩა 9 ვიზიტი და ეს ერთგვარი მიზანი ხდება, ერთი სული ექნება, როდის მოვა მეთერთმეტე ვიზიტის დრო, ასეა ადამიანის ტვინი მოწყობილი.

აქვე ვიტყვი კვებასთან დაკავშირებულ მთავარ წესს – თუ გაქვს ქუჩაში ჯიხური – პირველ რიგში, ყიდი სუნს – სუნზე მოდის უმეტესად კლიენტი. აი, რესტორანში პირიქით, თუ დარბაზში სამზარეულოდან გამოსული სუნი დგას – ეს წამგებიანია და კლიენტთა 70– პროცენტზე მეტი, სწორედ ამის გამო აღარ ბრუნდება შენთან. ქუჩაში, ჯიხურში, მუშაობ მსუბუქი, ერთჯერადი ჭურჭელით, რესტორანში კი პირიქით, რაც უფრო მასიური და მძიმეა ჭურჭელი, დანა–ჩანგალი განსაკუთრებით, მით მეტად ძვირადღირებულად აღიქვამს მომხმარებლის ტვინი კერძს, 

​უნივერსიტეტებთან საუკეთესოა ბიუჯეტური სწრაფი კვება, შაურმა. სტარბაქსს არ უყიდია უფლება მხოლოდ თავად დააწეროს კლიენტების სახელები ერთჯერად ჭიქებს, ხომ ხედავ კარგი იდეაა და მოსწონთ ადამიანებს, დატესტილია უკვე და გადმოიღე. თუ უნივერსიტეტთან უკვე არაერთი სწრაფი კვებაა, სცადე მეთოდი, რომელიც არასოდეს ტოვებს გულგრილს მყიდველს – იდეალური სისუფთავე შექმენი, კარგი კი არა, იდეალური. აჩვენე როგორ იცვლება მთლიანად ფორმა უმცირესი ლაქისას, როგორ პრიალებს ყოველთვის ვიტრინა, ან მოაწყვე კუთხე, რომლის დანახვაზე ადამიანებს მოუნდებათ აიღონ ტელეფონი და გადაიღონ ფოტო. თითოეული ასეთი ფოტო – უფასო რეკლამაა.

ან გახსენი ანტიკაფე: ადგილი, სადაც სტუდენტები ჯგუფურ პროექტებზე იმუშავებენ, გაერთობიან და სადაც დროა ფასიანი, ყავა და ჩაი კი უფასო. შეეძლებათ, საკვები იქვე გამოიძახონ, გექნება მიკროტალღური ღუმელი, სადაც თავად გაიცხელებენ. შენ მხოლოდ ობიექტზე გატარებულ საათს, დროს ყიდი.

​მსხვილ სუპერმარკეტებთან, მოლებთან ახლოს ცხოველების მაღაზია და ვეტ–აფთიაქი კარგად მუშაობს. ადამიანი, რომელიც ოჯახისთვის ყიდულობს პროდუქტებს, იქვე შეივლის ოთხფეხა მეგობრის საკვების ასაღებადაც. ასევე, გასაღების, ჩიპების დამზადების და ნებისმიერი საუოფაცხოვრებო მომსახურების სერვისი.

​ტურისტულ/ისტორიულ ზონებში გახსენი ბარგის შესანახი კამერები, სეიფ–კამერები, ველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი.

იოგა, პილატეს, მედიტაციის სტუდიებთან ​მცენარეული ჩაის და არომათერაპიის მაღაზია იმუშავებს: ეთერზეთები, სანთლები, ეკოლოგიური კოსმეტიკა. ასევე, ​ორგანული ტანსაცმლისა და ინვენტარის მაღაზია: იოგას ხალიჩები, კომფორტული, სპორტული სამოსი.

ავტოსამრეცხაოებთან და ავტოსერვისებთან ​მყუდრო ყავის კაფე, ხარისხიანი ინტერნეტით, სამუშაო, კომფორტული გარემოთი. ოღონდ, ეს არ უნდა იყოს მოსაწყენი 4 ვარიანტი – ამერიკანო, ესპრესო, კაპუჩინო, ლატე. არსებობს ასეთი პროდუქტი, როგორიცაა კაკაო, მაგალითად და მინიმუმ სამი სახეობის ყავას დაამატებ ამ პროდუქტით. არ გამოიყენო გამზადებული შოკოლადის ფხვნილები, მათ შაქარი აქვთ დამატებული და ვართ ადამიანები, რომლებიც შაქრიან ყავას არ ვსვამთ. დაიმახსოვრე, ყავის კაფეთა უმრავლესობა სწორედ უხარისხობის, არჩევანის არქონის, უგემოვნებობის გამო იკეტება.

ასევე შეგიძლია გახსნა ავტოსამრეცხაოსთან ​ ავტო–აქსესუარების შოურუმი: ავტომოყვარულები, მარტივად იღებენ გადაწყვეტილებას დამატებითი აქსესუარის ან მანქანის მოვლის საშუალების ყიდვაზე.

თუ დიასახლისი ხარ, არ გაქვს ფართის საქირავებელი თანხა და ცხოვრობ დიდ კორპუსში, შენ გაქვს ორი უზარმაზარი პოტენციალი, გაქვს დრო და საშუალება დაამზადო ე.წ. სახლური საჭმელები და გაქვს კორპუსის უზარმაზარი ჩათი, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც მთელ დღეს სამსახურში ატარებებ, მოდიან დაღლილები და უმრავლესობას არც დრო აქვს და არც ძალა ქურასთან დადგომის. თანაც, რაც მეტი სწრაფი კვება იხსნება, რაც მეტი კაფე და რესტორანია, მით მეტი მოთხოვნაა ასეთ კერძებზე. საკმარისია ერთმა მაინც დაწეროს ჩათში, რომ მოეწონა და გაყიდვას ვერ აუხვალ, მერე კი უკვე კომერციულ ფართზეც შეგიძლია იფიქრო.

რა ნიშნებით უნდა შეარჩიო კომერციული ფართი?

  • გაითვალისწინე პარკირება, მანქანის გასაჩერებელი ადგილის გარეშე მუშაობა გაჭირდება.
  • ლოჯისტიკა – ნაგვის გატანა და პროდუქტის მიღება, აქვს თუ არა ფართს ეზოდან უკანა შესასვლელი.
  • ელექტროობა, წყალგაყვანილობა, გაზის გაყვანილობა, კანალიზაცია – შეამოწმებინე და შეაფასებინე სპეციალისტს, რათა, ქირაობის შემდეგ, მუდმივად ხელოსნის ძიებაში არ იყო და სამუშაოს გაჩერება არ მოგიწიოს.
  • თუ მზიან მხარესაა ფართი, ესე იგი განათებასა და გათბობაში ნაკლები დაგეხარჯება, სამაგიეროდ, ჩრდილოეთით მდებარე ფართები ზაფხულში ბევრად გრილია.
  • შეამოწმებინე სპეცისლისტს ხომ არ არის ნესტის, ან სოკოს წყარო ფართში.
  • თუ ონლაინ შეკვეთებით უნდა იმუშაო, შეგიძლია აარჩიო ფართი, ვიტრინის გარეშე, რომელიც არ არის ქუჩის მხარეს, ეზოს შიგნით, მაგრამ აუცილებლად მჭიდროდ დასახლებულ უბანში. ასე ნაკლები ფინანსური ხარჯი გექნება.

რა ღირს?

ეს მართლა ბოლო კითხვაა და უმთავრესია ადგილი, სადაც ღირს მუშაობა და ბიზნესი, რომელიც ამ ადგილისთვის შესაფერისია. მაგალითად, უცნაურად მოგეჩვენოს შეიძლება, თუმცა, სილამაზის სალონის გვერდით კარგად მუშაობს ქუდების მაღაზია.

ფასი მართლაც ბოლო საკითხია, მაგრამ – მნიშვნელოვანი, ამიტომაც გიტოვებ კომერციული ფართების კატალოგს, განახლებადს, სადაც ყველანაირ ფართს იპოვნი ადგილის, ფასის მიხედვით.

არ დაგავიწყდეს, კიდეც ერთი “ტიტანური” წესი – თუ მაინც არ წავიდა ბიზნესში საქმე ისე როგორც გინდა, ნუ დაიქირავებ ძვირადღირებულ სარეკლამო აგენტს, ახალი კლიენტების მოსაზიდად, მთავარი ახალი კლიენტები კი არაა ამ დროს, არამედ, ის, თუ რატომ აღარ ბრუნდებიან შენთან მეორედ კლიენტები. აი, ამის დასადგენად არ დაიშურო არც დრო, არც ენერგია და არც ფული, მხოლოდ ამ კითხვის პასუხშია შენი ბიზნესის წარმატების გასაღები.

(R)

​

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved