• რეკლამა
  • კონტაქტი
17:05, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ არ ვართ უხეშები” – კობახიძე ხიდაშელს და ჯანელიძეს

ალია ავტორი - ალია
15:31 12-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
498

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ ბრიფინგზე ირწმუნება, დებატების მიზანი “საზოგადოებისთვის სიმართლის გაგებაა”. ის ამტკიცებს, რომ დებატებისას თუ რამეში დაარწმუნებენ ქართული ოცნების წარმოადგენლებს, “პოზიციას გადახედავენ”.

“დებატების მიზანია, რომ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას. ჩვენ ვსაუბრობთ მონოლოგის რეჟიმში, დღესაც ვსაუბრობთ ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში. დებატებს აქვს განსხვავებული დატვირთვა და დებატების პირობებში კიდევ უფრო მეტი რესურსია იმისა, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე. ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ რამეში დაგვარწმუნებენ ეს ადამიანები, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, ეს გაგვიკეთებია სხვადასხვა დროს, ჩვენ არ ვართ ხისტები და უხეშები, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ, თუ ეყოფათ ამისთვის რესურსი”,  – განმარტა კობახიძემ.

კობახიძე, იქვე, იმ ადამიანებს, ვინც კითხვა დასვა, ან არ მოიწონა მასთან დებატები და მათ შორის არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, ფაშისტებს უწოდებს და ირწმუნება, რომ “ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმაა ამ ადამიანებზე, რომლებმაც გამოხატეს მზაობა დებატებში მოსვლასთან დაკავშირებით”.

“არის ძალიან სერიოზული ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა ამ ადამიანებზე, რომლებმაც გამოხატეს მზაობა დებატებში მოსვლასთან დაკავშირებით. მთელი რადიკალური ოპოზიცია ჩაერთო, ენჯეოები ჩაერთნენ თავდასხმაში ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ცდილობენ, რომ ისინი არ მოვიდნენ დებატებზე. იმედია, მათ ეყოფათ გამბედაობა და მოვლენ დებატებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა”, – თქვა კობახიძემ.

***

3 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის სთავაზობს საზოგადოებრივ მაუწყებელს შალვა პაპუაშვილთან ერთად, 4 დეკემბერს, საჯარო დისკუსიის გასამართად ეთერი დაეთმოს.

“ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved