• რეკლამა
  • კონტაქტი
07:42, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩვენ, ამერიკისთვის, არ ვართ სტრატეგიული პარტნიორი, არც უბრალოდ პარტნიორი და არც მეგობარი ქვეყანა!” – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
14:14 12-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,166

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

,,ძალიან კარგია, რომ ე. წ. ოპოზიციამ, რეალურად კი აშშ- ს აგენტურამ, საუბარი და პროვოკაციები დაიწყო საქართველოზე გამავალი სატვირთო გზების, მარშრუტების, სტრატეგიული ობიექტების გახმაურებული თემებით. დაიწყეს სათავის- საამერიკოდ, რეალურად კი, მოუწიათ ამერიკის სახელმწიფო ინტერესენზე აპელირება, რომელიც შავი ზღვის აუზში აშშ-ს სამხედრო ფლოტის განლაგების სურვილით და რუსეთ- ევროპისთვის საფრთხეების შექმნით შემოიფარგლება მხოლოდ!
დიახ, ათასჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ, ამერიკისთვის, არ ვართ სტრატეგიული პარტნიორი, არც უბრალოდ პარტნიორი და არც მეგობარი ქვეყანა! ჩვენ აშშ- თვის ვართ იარაღი რუსეთის წინააღმდეგ! ჩვენ ვართ საშუალება ევროპის ეკონომიკური კონტროლისა! ჩვენ ვართ, უბრალოდ, ობიექტი, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული, რათა არ მოხდეს რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე!
არა და, იქნებ… ჩვენ გვინდა ვიყოთ სუბიექტი არჩევანის დროს! ვისთან ვიმეგობროთ- ამერიკასთან, ევროპასთან, ირანთან, რუსეთთან, თურქეთთან!
დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ ურთიერთობებს როგორც სუბიექტი და გვაქვს პრეტენზია, რომ გვქონდეს ჩვენი არჩევანის უფლება გარკვეული პრიორიტეტების შერჩევისას! უფრო მეტიც, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის გზების და პოლიტიკის შერვევისას! იქნებ, სულაც არ გვინდა ამერიკის გაძლიერებისთვის ჩვენი შვილების გაწირვა! ჩვენი სახელმწიფოს განადგურება!
და რა, არ გვაქვს ამის ფიქრის და შიშის საფუძველო?!… რა, უკრაინა გადარჩენილია? თუ აზოვის ზღვაზე ლივლივებს ამერიკული დროშები?…
ამერიკამ ევროპის განადგურების გეგმა შეასრულა! უკრაინის ომის მთავარი შედეგი მიღწეულია! განადგურებული გერმანია, განადგურებული “ ევროპის ბეღელი”- უკრაინა, მიმხრჩვალი და შიდა კონფლიქტებში გახლართული საფრანგეთი და სხვა მრავალი სავალალო, უკვე შემდგარი ფაქტი. ჰო, ევროპის მაქსიმალური დასუსტება, ეს არის ის ერთადერთი შედეგი, რომელიც ამერიკამ დადო!
ისე, მარტო რუსეთის დასუსტების გამოც არ ხლართავს შეერთებული შტატები საქართველოს შავი ზღვის აუზში საცეცებს…
აი, შავი ზღვის მაღალი ძაბვის დენის გამტარი კაბელი რომ გვიხარია.. საქართველო- რუმინეთი… უნდა, ახლა, დემენციაში ჩავარდნილ ამერიკის ხელისუფლებას გაპარტახებული ევროპის გადარჩენა?… არა… არ უნდა…
არც საქართველოს გადარჩენა უნდა… არც ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება ეხატება გულზე…
ამიტომაც ააჟივილ- აახივილა ძველი, რეიტინგდაკარგული აგენტურა…
ისე, როგორ ემსგავსება სახელმწიფო მის ხელისუფალს. ამერიკაც, დემენციური ჯოსავით, ვიღაცას უწევს ხელს და ესალმება ხოლმე…. ოღონდ, არავინ იცის ვის მიესალმა… ვის გაუღიმა… ვის გაესაუბრა…
ისიც კი არავინ იცის, ამიერში თუ იმიერშია მიმართული ბუნდოვანი მზერა…
მოკლედ, როგორც არის რაა…
მთავარია, ჩვენ ვიყოთ ამიერში! აქ, ამ რეალობაში და გვახსოვდეს- სამშობლოსთან არაფერი შეგვეშალოს!”

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved