“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
“და, იცით, რა არის კიდევ ყველაზე ამაზრზენი ამ ნარუსალ და ჯერ კიდევ რუსეთის წინ გაწოლილ ქვეყანაში?
თავს გაწირავ, შეეწირები, თუ თვითონ მოგკლავენ, არაფერს აქვს აზრი და მნიშვნელობა.
სიკვდილიც კი საშინელებაა, რადგან ყველა ნაგავს, ყველა ჩირქს დაგასხამენ, რაც აქოთებულ გულ-მუცელში აქვთ!
კაცურად სიკვდილის უფლებაც არ გაქვს!
გაგსრესენ!
ყველა ძვირფას და საყვარელ ადამიანს თან ჩაგაყოლებენ!
ჩუმად უნდა ჩაკვდე, ან თავჩაღუნულმა იმუშაო ვირივით, რომ ამათი ფურთხითშობილი შთამომავლობა კვებო…
გმირი არ არსებობს საქართველოში!
და ვინ არ გაიარა ეს გზა – მთაწმინდას შეხედეთ!
სხვას ვინღა იკითხავს?
ვინღა დადებს თავს საქონდაქრეზე თავისი სამშობლოსთვის?
მართალია, ასი წლის შემდეგ თაყვანს სცემენ; ან დიდი პატივით გადმოასვენებენ ვიღაცის ძვლებს და მის სახელს დააწერენ, ეკლესიაშიც დაასვენებენ, ხატსაც დაუწერენ, მაგრამ დღეს ზედ ირბენენ დედები, ქვრივები, ობლები…
ყველა, ყველა, ვინც კენწეროსკენ მიიწევს მუჯლუგუნებით, ამ თარგზეა მოჭრილი!”
კომენტარები