ჩუღურეთის რაიონში მოსახლეობამ გზა ნაგვის ყუთებით გადაკეტა. დატბორილი ქუჩების ფონზე ჩუღურეთის მოსახლეობა განსაკუთრებულად დაზარალდა, ვრცელდებოდა ფოტოები და ვიდეოები, ჰყვებოდნენ, რომ დაიტბორა არამხოლოდ ქუჩები, არამედ სარდაფები და პირველ სართულზე საცხოვრებელი სახლები. ასევე, ჩუღურეთის ნაწილს არ ჰქონდა ელექტროენერგია
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ზარალის ანაზღაურებას და დახმარებას ითხოვენ.
ვიდეოში, რომელიც ადგილიდან ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, ისმის მოქალაქის ხმა, რომელიც პოლიციელებს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ეუბნება – “წვიმა არ არის ეს, ეს არის კანალიზაცია”. სავარაუდოდ, მათაც ეუბნებოდნენ, რომ დატბორვა წვიმის ბრალია.
კორპუსის ევაკუაცია და დატბორილი მეტროები – “წვიმის ბრალია” – რას წერს თბილისის მერია?











კომენტარები