ჩრდილოეთ კორეა აფართოებს იმ დანაშაულების სიას, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ამის შესახებ foxnews-ი Yonhap News Agency-ზე დაყრდნობით წერს.
კიმ ჩენ ინის რეჟიმმა 11-დან 16-მდე გაზარდა იმ დანაშაულთა სია, რომლის ჩადენის გამოც ადამიანებს სიკვდილით დასჯიან. მათ შორისაა ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და აგიტაცია, იარაღის უკანონო წარმოება და უკანონო გამოყენება.
2020 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კორეული მედიის მოხმარება და გავრცელება სიკვდილით ისჯება მისი „რეაქციული“ და „კონტრრევოლუციური“ ასოციაციების გამო.
სხვა “რეაქციული” ქცევები, რომლებიც დასჯადია, მოიცავს საზღვარგარეთულ მოდას, როგორიცაა თეთრი საქორწილო კაბები, ლურჯი ჯინსი ან სათვალე. წერილობით კომუნიკაციებში ასევე აკრძალულია სამხრეთ კორეული ჟარგონების გამოყენება.
კომენტარები