• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეამ 3 ბალისტიკური, მათ შორი ერთი კონტინენტთაშორისი რაკეტა გაისროლა

ალია ავტორი - ალია
14:10 05-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
211

ჩრდილოეთ კორეამ ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით 3 ბალისტიკური, მათ შორის ერთი კონტინენტთაშორისი რაკეტა გაისროლა. აღნიშნული ქმედება აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტ იონ სოკ იოლთან შეხვედრას მოჰყვა.

ოფიციალური სეულის განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ 3 ბალისტიკური რაკეტა ფხენიანთან ახლოს მდებარე სუნანის არეალიდან დილის 6:00 საათისკენ გაისროლა.

პირველი რაკეტა, რომელიც სავარაუდოდ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა იყო, 360 კილომეტრის სიშორეზე აღმოსავლეთის ზღვაში ჩამოვარდა. მეორე, აფრენიდან მალევე გაქრდა რადარებიდან, ხოლო მესამე, სავარაუდოდ მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტა 760 კილომეტრის სიშორეზე, ასევე აღმოსავლეთის ზღვაში ჩამოვარდა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პირველი რაკეტა სავარაუდოდ Hwasong-17 იყო, რომლის პრეზენტაცია ჩრდილოეთ კორეამ 2020 წლის ოქტომბერში გააკეთა და პირველად 2022 წლის თებერვალში გამოსცადა. მეორე და მესამე რაკეტები კი სავარაუდოდ KN-23 იყო, ასევე ცნობილი, როგორც რუსული Iskander-M-ის ჩრდილო კორეული ვერსია.

21 მაისს ჯო ბაიდენი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა, პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიური სამხედრო წვრთნების წარმართვაზე შეთანხმდნენ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეისთვის საპასუხოდ, ქვეყნებმა რეგიონში ამერიკული ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსების საკითხზე ისაუბრეს.

იუნმა, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცი გასულ კვირას დადო, აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის აშშ-სთან პარტნიორობა უსაფრთხოების საკითხებს სცილდება და უფრო მეტ ტექნოლოგიურ და სამრეწველო შეთანხმებას მოიცავს.

იუნმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის საერთო მიზანი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალის სრული აღმოფხვრაა. პარტნიორების საერთო განცხადებაში განიმარტა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ორივე სახელმწიფო “წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს უჭერს მხარს”.

თეგები: ჩრდილოეთ კორეა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved