• რეკლამა
  • კონტაქტი
00:13, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩრდილოეთ კორეა 10 ათას სამხედროს გზავნის უკრაინის წინააღმდეგ ომში – როგორი იქნება დასავლეთის პასუხი?” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
23:18 10-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
960

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

გლობალური უსაფრთხოების სურათი მძიმდება და უკრაინის წინააღმდეგ ომში ახალი მოთამაშე ჩნდება – ჩრდილოეთ კორეა 10 ათას სამხედროს გზავნის უკრაინის წინააღმდეგ ომში. მათი დიდი ნაწილი ბურიატების დაჯგუფებასთან ერთად იბრძოლებს. ამ პროცესში ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რეალურ საბრძოლო გამოცდილებას მიიღებენ, რისი გამოყენებაც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში შეეძლებათ და საკუთარ ქვეყანაში ინსტრუქტორებადაც გადაიქცევიან. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის სანაცვლოდ ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ დახმარებასაც გაუწევს.

ამ ყველაფერს თავისი პოლიტიკური განზომილებაც აქვს: როგორი იქნება დასავლეთის პასუხი ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა ევროპის კონტინენტზე წარმოებულ ომში მასშტაბებს კიდევ უფრო იზრდება და ძალიან საშიშ ფაზაში შედის – გამოდის რომ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარებითა და ჩინეთის მდუმარე თანხმობით, რუსეთი ევროპის კონტინენტზე დაპყრობით ომს აწარმოებს. ეს კი ძალიან მძიმე პრეცედენტია და მთელს დასავლეთს (ისევე როგორც ჩვენ) უქმნის საფრთხეს.

აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს ინტერესი ამ აგრესიული ღერძის მარცხი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში როგორც ჩვენთვის ისე მრავალი პატარა თუ საშუალო ზომის სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალური საფრთხე დგება და რეალისტური ხდება. ნებისმიერი მხარდაჭერა რუსეთისადმი კი გარდა პოლიტიკური სუიციდისა, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მხარდაჭერასაც გულისხმობს. როგორი სახელმწიფოა ირანი და ჩრდილოეთ კორეა და მათი მოკავშირეები ალბათ ბევრ ახსნას არ საჭიროებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved