• რეკლამა
  • კონტაქტი
11:55, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთში ცნობილ ადამიანებს “არასწორი” პოლიტიკური აზრის გამოხატვა აეკრძალათ

ალია ავტორი - ალია
15:36 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ჩინეთის კომუნისტური მთავრობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას განაგრძობს, ამჯერად, ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის ბრძანებით, ცნობილ ადამიანებს, მუსიკოსებსა და კინოვარსკვლავებს “არასწორი პოლიტიკური აზრის” გამოხატვა აეკრძალათ. 

ეროვნული რადიო და სატელევიზიო ადმინისტრაციის ცნობით, სატელევიზიო არხებს, გამოცემებს, რადიო სადგურებს, ინტერნეტ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებს დაევალათ მასალის მკაცრი კონტროლი. 

თუკი გაშუქებული პროგრამის, მსახიობის ან მოწვეული სტუმრის მორალური ღირებულებები და პოლიტიკური შეხედულებები წინააღმდეგობაშია კომუნისტური პარტიის ხედვებთან, სამაუწყებლო კომპანია დაისჯება. 

მმართველი პარტიის განმარტებით, რეგულაციების მიზანია პატრიოტული გარემოს შექმნა და ქვეყნის ეროვნული ერთობის გაძლიერება.  

კანონმდებლების თქმით, ის, ვისაც არასწორი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ემიჯნება კომუნისტურ პარტიას, მედიისა და საზოგადოების მიერ განდევნილი უნდა იყოს. 

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა “ვულგარული” შინაარსის მასალების გამოქვეყნება და “ქალური” სტილის მქონე კაცების ფოტო თუ ვიდეო მასალის გაშუქება. ეს უკანასკნელი რეგულაცია პოპ მუსიკის შემსრულებლების წინააღმდეგაა მიმართული. 

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ჩინეთში აიკრძალება ყველა ის კარაოკე სიმღერა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ და ტერიტორიულ მთლიანობას. 

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განმარტებით, სიმღერები არ უნდა აღვივებდეს ეთნიკურ სიძულვილს, აქეზებდეს ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებას, კრიმინალს, აზარტულ თამაშებს ან კულტებსა და ცრურწმენებს.

“აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს ძირეულ სოციალისტურ ღირებულებებს და ქვეყანას ეროვნულ და იდეოლოგიურ უსაფრთხოებას შეუნარჩუნებს”. – განმარტავენ სამინისტროში. 

წყარო – ტაბულა

თეგები: ჩინეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved