ჩინეთში კოვიდაფეთქების ახალი კერა გაჩნდა. ფუჯიანის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
14 სექტემბერს რეგიონში 73 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც მანამდე არსებულ დღიურ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, პროვინციაში კოვიდრეგულაციებს ამკაცრებენ. არაა გამორიცხული, უახლოეს ხანებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.
კომენტარები