ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 3,399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 34,546-მდე გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსით დაავადებული 2,050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კომენტარები