• რეკლამა
  • კონტაქტი
11:12, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთის პრეზიდენტი კრემლში და ჩინეთის ბრალდება ორმაგ სტანდარტში ჰააგას

ალია ავტორი - ალია
15:01 03-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,288

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჩინეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ქალაქ მოსკოვში “ვნუკოვოს” საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა კრემლში, ადგილობრივი დროით, 3 საათზე დაიწყება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ლიდერი ეწვია რუსეთს, ომის დაწყების შემდეგ.

ვიზიტი 3 დღის განმავლობაში, 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

პარალელურად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, დაიჭიროს “მიუკერძოებელი პოზიცია” და “მოერიდოს პოლიტიზებასა და ორმაგ სტანდარტებს”.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ICC-მ ომის დანაშაულებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა დაიკავოს ობიექტური და მიუკერძოებელი პოზიცია, პატივი სცეს სახელმწიფო მეთაურის იურისდიქციულ იმუნიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, განახორციელოს თავისი ფუნქციები და უფლებამოსილებები კანონით, კეთილსინდისიერად განმარტოს და გამოიყენოს საერთაშორისო სამართალი და თავიდან აიცილოს პოლიტიზაცია და ორმაგი სტანდარტები”, – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა ჟურნალისტებთან გამართულ რეგულარულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.  

თეგები: რუსეთიჩინეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved