პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე:
“ამხელა სიძინპინს რუსეთში ტრაპთან რუსეთის ვიცე-პრემიერი დახვდა და სამდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ დეკლარაცია მიაღებინა რუსებს უმაღლესი თანამდებობის პირების მიღება-დახვედრის პროტოკოლის შესახებ 🙂 არა ბიჭო, აპატიებდა 🙂 პროტოკოლის თანახმად, შმედეგი ვიზიტისას პუტინი, მედვედევი და მიმყოლები პირადად დაეგებიან ხალიჩებად სის 🙂 შედეგთა შორის აუცილებლად აღსანიშნია შეთანხმება ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმვის შესახებ, რაც დეზინფორმაციას ახალ ლეველზე გაიყვანს: წარმოვიდგინოთ რუსული დივერსიულ-ფსიქოლოგიური ოპერაციები და ჩინური ფული და რა სიმძლავრის იარაღს მივიღებთ!
რეალურად კი ჩინეთის ხელში რუსეთი მძლავრი იარაღია დასავლეთის წინააღმდეგ, რითიც დასავლეთსაც ხანგრძლივ ომში ამყოფებს და თავად იაფ ენერგორესურსებს და დროს იგებს დასავლეთთან სამხედრო-ტექნოლოგიური კუთხით დასაწევად. თან ფლანგებსაც იმაგრებს აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და სულ ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში. ჩინეთი ფიქრობს, რუსეთ-უკრაინის, უფრო ფართოდ კი, რუსეთ-დასავლეთის ომის გამარჯვებულად ის იქცეს: იაფი ენერგო-რესურსებით, ვასალადქცეული რუსეთით და დაღლილი დასავლეთით, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილის შეიარაღებაზე გადართვა მოუწევს.
მოკლედ, მსოფლიოს ახალი გლობალური რყევა-გადანაწილება-დაპირისპირების ახალ ფაზაში, ასე ჩანს, რომ დასავლეთიც ცდილობს გავლენა გაზარდოს კავკასიაზე და განსაკუთრებით, შავ ზღვაზე.
ახლა საქართველოსთვის სიბრიყვე და საბედისწერო შეცდომები შეიძლება ისტორიის დასასრული აღმოჩნდეს.”
კომენტარები