• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს – ჟაო ლიჯიანი

ალია ავტორი - ალია
15:23 03-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჟაო ლიჯიანის თქმით “ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.” მან აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინგს შორის გასამართ დიალოგამდე ისაუბრა, რომლის მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრა იქნება.

“ჩინეთი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ემორჩილება გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, მნიშვნელობას ანიჭებს ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს, მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ჰუმანიტარული სიტუაციის შემსუბუქებას.” – განაცხადა ჟაომ.

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი დღეს, 18 მარტს ისაუბრებენ.

“[საუბარი იქნება] ჩვენს ორ ქვეყანას შორის კონკურენციის მართვაზე, ასევე, რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხზე.

[…] ეს არის ჩვენი მცდელობის ნაწილი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კომუნიკაციის  შესანარჩუნებლად”. – თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

წყარო “ტაბულა”

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved