• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

ალია ავტორი - ალია
14:11 03-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია.

სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, კავშირი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან, საიდანაც სააგენტო მონაცემებს დისტანციურად იღებდა, შეწყვეტილია.

ამასთან, გროსის თქმით, უკრაინულმა მხარემ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება დაახლოებით 210 ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის შეცვლა, რომლებიც ქარხანაში მუშაობენ მას შემდეგ, რაც ქალაქში რუსეთის ჯარები შევიდნენ.

ატომურ ელექტროსადგურზე ისევ ის ცვლა მუშაობს, რომელიც ქალაქში რუსეთის ჯარის შესვლის დროს იმყოფებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ტექნიკური და უსაფრთხოების თანამშრომლების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორმა გროსიმ შეშფოთება გამოთქვა და ძალებს, რომლებიც რეალურად აკონტროლებენ ადგილს, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბირთვულ ობიექტებში მომუშავე პერსონალს უნდა შეეძლოს დასვენება და მუშაობა ცვლაში, რაც აუცილებელია საერთო ბირთვული უსაფრთხოებისთვის.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმაც. მან აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაკარგა ელექტროსადგურის მონიტორინგის სისტემებთან კავშირი და არავის აქვს ინფორმაცია, რა ხდება სადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც მთელი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved