• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემთვის გამაღიზიანებელი არა იმდენად პოზნერის ჩამოსვლა იყო, არამედ ის, რაც ამის შემდეგ მოხდა – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:58 04-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

–კვირის მთავარ სკანდალზე –  ვლადიმირ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტზე, კომენდატის საათის დროს მათ მოლხენასა და ამის გამო ატეხილი საპროტესტო აქციებზე რას იტყვით?

– არის შინაარსი და არის ფორმა. პოზნერს როგორც ჩანს, ჰქონდა ჩამოსვლის უფლება. არ მგონია, რომ ამაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. ხალხს კიდევ ჰქონდა პროტესტის უფლება. წარმოუდგენელი რაღაცები ჰქონია ამ კაცს  ნალაპარაკევი. თუმცა, ამ პროტესტის ფორმები არ მომეწონა. შეიძლება მაქსიმალურად კატეგორიული იყო პროტესტში, მაგრამ წყევლა–გინება და ასეთი რაღაცები თავად გაკნინებს. ჩემთვის გამაღიზიანებელი არა იმდენად პოზნერის ჩამოსვლა იყო, არამედ ის, რაც ამის შემდეგ მოხდა. ჩვენ ყველანი გამოკეტილები ვართ სახლში, რუსეთიდან  ჩამოდის ხალხის მოზრდილი ჯგუფი ვიღაც ინტერეს-ჯგუფის მოპატიჟებით და ეს ხალხი არღვევს კომენდანტის საათს. თან არ შიძლება, რბილად რომ ვთქვათ, პოზნერი მეგობრად ჩავთვალოთ. ამან გამოიწვია ხალხის სამართლიანი გაღიზიანება, აჩვენა სისტემური მანკიერება. მერე პოლიცია გვეუბნება, ჩვენ დავაჯარიმეთ პოზნერი კომენდანტის საათის დარღვევისთვისო. თუ პოლიციამ დააჯარიმა, ამით აღიარებენ, რომ არღვევდნენ კანონს – კომენდანტის საათს. თუ კანონს არღვევდნენ, პოლიცია იქ იდგა, იმ სასტუმროს კარებთან, საიდანაც ეს ხალხი გამოვიდა და რატომ გამოუშვეს? მაშინ იქვე დაეჯარიმებინათ. მერე ერთი კაცი რატომ დააჯარიმეს, როდესაც იქ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო და ყველა ერთნაირად კანონდამრღვევი? ეს არის სრული აბსურდი, რაღაცას კერავენ უკანა რიცხვით და რაღაცას აკეთებენ. პროტესტი იყო სრულიად გამართლებული და ყველამ უნდა იცოდეს, რომ  თუ საქართველოში ჩამოვა, პატივი უნდა სცეს და დაემორჩილოს ამ ქვეყნის კანონებს.

თეგები: პოზნერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved