• რეკლამა
  • კონტაქტი
12:40, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემში არანაირ სიმპატიასა და ნდობას არ იწვევენ უკრაინელი პოლიტიკოსები და მათ უკან მდგარი ოლიგარქები. თუმცა, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ…”-ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
12:46 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და პარალელებს 2008 წელს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან ავლებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ უკრაინისა და საქართველოს ამბები ერთმანეთს „გაჭრილი ვაშლივით“ ჰგავს და განსხვავება მხოლოდ ლიდერთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ.

„უკრაინის პარტიულ სისტემას კარგად ვიცნობ, ბევრი რამ წამიკითხავს უკრაინაში პარტიების ფორმირების, მათი მუშაობის წესების შესახებ… ჩემში არანაირ სიმპატიასა და ნდობას არ იწვევენ უკრაინელი პოლიტიკოსები და მათ უკან მდგარი ოლიგარქები. თუმცა, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ უმძიმეს ვითარებაში პრეზიდენტ ზელენსკის მოქმედებებით. გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს უკრაინისა და საქართველოს ტრაგედიები. რუსული აგრესია, სამხედრო მუქარა, “დაჩაგრული ხალხების გენოციდში” დადანაშაულება, წარმოუდგენლად მცირე პროვინციებისა და პატარა დასახლებების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა ორივე ქვეყანამ გამოვიარეთ. მთავარი განსხვავებები ლიდერთა შორის უნდა ვეძიოთ,“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე და რამდენიმე კონკრეტულ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.

„მიუხედავად უამრავი პროვოკაციისა, ზელენსკის რუსებისთვის ჯერჯერობით არ მიუცია საბაბი ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისათვის. ზელენსკის ვერავინ დააბრალებს, რომ “მძინარე დონეცკი დაბომბა”, ზელენსკი დროშებიანი და ტრიბუნებიანი ტრაილერებით არ დაძრულა ლუგანსკისკენ. ზელენსკის არც ერთ მინისტრს არ უთქვამს, რომ რუსეთი არაფერ შუაშია და დონბასში განვითარებული მოვლენები “დენის პუშილინის თვითშემოქმედებაა” და ა.შ. ყოველდღე ვუყურებ და ვუსმენ ანდრეი მელნიკს, უკრაინის ელჩს გერმანიაში, რომელიც განსაკუთრებული მონდომებითა და პროფესიონალიზმით იცავს თავისი ქვეყნის ინტერესებს არამხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებში, არამედ საჯარო დისკუსიების მიმდინარეობის დროს… მისი რანგის ელჩი რომ გვყოლოდა რომელიმე წამყვან ქვეყანაში, უკეთ წარმოვაჩენდით ჩვენს პრობლემას!“- წერს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება კარგად იცნობს 2008 წლის საქართველოს გამოცდილებას და ცდილობს თავიდან აირიდოს მსგავსი შეცდომები.

„მოკლედ, როგორც ჩანს, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება კარგად იცნობს 2008 წლის გამოცდილებას და ცდილობს თავიდან აირიდოს ის სამარცხვინო შეცდომები, რომლებიც მაშინ ჩვენ დავუშვით სასტიკ მტერთან პირისპირ დარჩენისას. იმედია, უკრაინა შეძლებს იმპერიის პროვოკაციებისგან თავის არიდებას. სასიხარულოა, რომ მთელი მსოფლიო უპირობოდ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved