სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ ჯავახეთში ხდება.
“ჩემო ძვირფასებო, არავითარი ვულკანი არ ამოიფრქვევა ჯავახეთზე. სულ ვამბობდით და ვამბობთ, საქართველო და კავკასია სეისმურად აქტიური ქვეყანა და შესაბამისად რეგიონია. დიახ, ბევრი მიწისძვრა ხდებოდა და ხდება ჩვენთან”, – წერს თეა გოდოლაძე.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოში, ერთი საათის განმავლობაში სამი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.
კომენტარები