• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი წარმატება თბილისიდან დაიწყო და პატარა ბავშვივით მიხარია ყველა განხორციელებული პროექტი და შესრულებული სამუშაო – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
14:30 06-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

„ჩვენ გვაძლიერებს და უდიდეს მოტივაციას გვაძლევს მადლიერების სიტყვა ყველა იმ ადამიანის, ვისაც ჩვენი სამშობლო უყვარს და უხარია თბილისში განხორციელებული პროექტები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქი, რომ კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იყოს.

„დღეს, ვისაუბრეთ წარმატებულ პროექტებზე, თუმცა გვესმის, რომ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც იცის, რა სჭირდება ქალაქს, რა სჭირდება თბილისს უკეთესი რომ გახდეს. ცოტა მოგვიანებით საზოგადოებას წარვუდგენთ ხედვას, როგორ ვხედავთ მის განვითარებას, რომ კიდევ უფრო ლამაზი, გამწვანებული იყოს ჩვენი დედაქალაქი. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ამ შედეგებს მივაღწიოთ.

მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. გვაძლიერებს და უდიდეს მოტივაციას გვაძლევს მადლიერების სიტყვა ყველა იმ ადამიანის, ვისაც ჩვენი სამშობლო უყვარს და უხარია თბილისში განხორციელებული პროექტები. თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ჩემი წარმატებაც ამ ქალაქიდან დაიწყო. დიდი პატივია ჩემთვის, ვიყო ამ ქალაქის მერი. პატარა ბავშვივით მიხარია ყველა განხორციელებული პროექტი და შესრულებული სამუშაო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ცენტრალურ მთავრობას – სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს თანადგომისთვის:

„მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი ვგრძნობთ მთავრობის თანადგომას. მადლობა ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს. ხშირია შემთხვევები, როცა გვიწევს თანამშრომლობა საკანონმდებლო მიმართულებით, მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება. მადლობა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ კი ვიზრუნებთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე ჰქონდეს თბილისს და თბილისელებს“.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved