• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი თავდაცვის მინისტრობისას, რაც ჩვენ ბოლო ერთ წელში გავაკეთეთ, არ გაკეთებულა მრავალი ათეული წელი, სააკაშვილის დროს როგორ ექცეოდნენ ჯარს, მან ჯერ თავი დაამახსოვრა მსოფლიოს „ჰალსტუხების“ ჭამით და შემდეგ ვნახეთ მიწაზე გართხმული, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ სამშობლოს დასაცავად – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:28 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

გუშინ ერთ-ერთი მორიგი პროვოკაციული,  ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა ვიხილე მასხარა სააკაშვილის, რომელიც გამოდის და ჩვენს ღირსეულ და ამაყ ჯარს მოუწოდებს; მისგან არაფერი გვიკვირს, მაგრამ ჩვენ მისი მორიგი პროვოკაციული გამოსვლა ვნახეთ და საუბრობს ჯარზე, რომ ე.ი. „ქართულ ოცნებას“ თურმე როგორი დამოკიდებულება აქვს ჯარის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მისი თავდაცვის მინისტრობისას განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

„მე მერგო პატივი და ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რაც ჩვენ გავაკეთეთ და დავიწყეთ სამუშაოები ბოლო ერთ წელში, არ გაკეთებულა  მრავალი ათეული წელი – ყველა ბაზის თანამედროვედ მოწყობა  ევროპული, ნატოს სტანდარტების მიხედვით; აღჭურვა, შეიარაღება, წვრთნები და ყველა მიმართულებით გვქონდა არნახული პროგრესი. სააკაშვილის დროს, კარგად  გახსოვთ როგორ ექცეოდნენ ჯარს. თავად ეს ლაჩარი კაცი, რომელიც კარგად ვნახეთ ომში როგორ მოიქცა. ჯერ თავი დაამახსოვრა მთელს მსოფლიოს „ჰალსტუხების“ ჭამით და შემდეგ ვნახეთ კარგად მიწაზე გართხმული, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ სამშობლოს დასაცავად. დღეს, ისევ ეს ადამიანი გამოდის და ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, იმუქრება რაღაც პროვოკაციების მოწყობით და ა.შ. ვერ შეარყიეს სახელმწიფო. ბოლო 9 წელია, იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად, მაგრამ ვერ შეარყიეს. ყველა არჩევნებში ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ღირსეულად და დამაჯერებლად, 7 არჩევნებში და ახლა ცდილობენ გარკვეული მანიპულაციებით, თავიანთი ბინძური ხელწერით დესტაბილიზაციის შემოტანას, შფოთვის შემოტანას, საზოგადოების დაძაბვას და ამ ფსიქოლოგიური ომის მასშტაბების გაზრდას“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved