მარნეულში მოკლული ახალგაზრდა კაცის დედა ამბობს, რომ ჯავიდ ალიევი, ორმა პირმა 20 ლარის გამო მოკლა.
მოკლულის დედა “მთავართან” ამბობს:
“ჩემი შვილი 20 ლარის გამო მოკლეს. ჯავიდს მარნეულში მიკრო ავტობუსით ხალხი დაჰყავდა. ერთი გოგო ხშირად დადიოდა ამ მარშუტით და ფულს არ იხდიდა, ერთხელ ჩემმა შილმა ჰკითხა, როდემდე აპირებდა უფასოდ მგზავრობას და როდის გადაიხდიდა თანხას, ის გაბრაზდა და მარნეულში თავის ძმებთან იჩივლა, ჯავიდი ჩემგან ფულს ითხოვსო. მათ ჩემი შვილი ამის გამო გაიტაცეს და მოკლეს, შემდეგ წყალში ჩააგდეს. ვიცი, ვინც არიან მკვლელები, ისინი ჩემ შვილს კარგად იცნობდნენ და მეგობრობდნენ”
კომენტარები