• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი მოგონებებიდან, ყველაზე მძაფრად ეს სცენა მიდგას თვალწინ…” – ნაზი ჯანეზაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:47 11-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, რომელსაც, ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში, წერს:

“სულ იმის მეშინოდა, რომ ერთხელაც დავრეკავდი და ტელეფონს აღარ აიღებდა. როცა მობილურს არ უპასუხებდა, ისტერიულად სახლის ტელეფონზე ვრეკავდი, რომელსაც ყოველთვის იღებდა. მერე როგორც წესი ვეკითხებოდი ხოლმე, მობილურს რატომ არ უპასუხე-მეთქი. არ მესმოდა ხმა, სამზარეულოში ვიყავი, ნუ ნერვიულბ, სად წავიდოდიო, სულ ამას ამბობდა. ეს რუტინული საუბრები, რომელიც ლამის ყოველდღე გვქონდა, აღარ გრძელდება.

ბევრი მაქვს დედაზე დასაწერი. განსაკუთრებული ადამიანი იყო, არა მხოლოდ იმიტომ რომ დედა იყო, არამედ მართლა სხვანაირი იყო. არ ვიცი როგორ ახერხებდა, რომ ჩემთვის თავისუფლება, თავდაჯერებულობა და რწმენა ესწავლებინა (რწმენა მომავლის, სიმართლის, ყველაფრის …), ის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, მისი დამსახურებაა. ზედმეტ კითხვებს არასოდეს მისვამდა, მხოლოდ მამხნევებდა, როდესაც ეს საჭირო იყო. აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება-ს მეუბნებოდა სულ. ალბათ მილიონჯერ აქვს ეს ფრაზა ნათქვამი და მეც მჯეროდა მისი.

ჩემი მოგონებებიდან, ყველაზე მძაფრად ეს სცენა მიდგას თვალწინ. პირველი კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით სოფელში ვსწავლობდი. ფორტეპიანოს საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა დედასთვის. შავი „აკორდი“ გვქონდა, რომელიც დედაჩემის მშობლებმა 60-იანი წლების დასაწყისში რიგაში იყიდეს და მას ჩამოუტანეს, ამიტომ დედას განსაკუთრებულად უყვარდა ეს ინსტრუმენტი. პირველი კლასიდან ჯერ თვითონ მამეცადინებდა, მერე მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა კასპში. სააკაძის ძეგლის უკან პატარა შესახვევში იყო ძალიან კარგი მუსიკალური სკოლა. არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა, რომელიც ცივ და გაყინულ წლებში, უფანჯრო მატარებლით ჩამოდიოდა ხოლმე თბილისიდან გაკვეთილების ჩასატარებლად… დედა ნახშირის ღუმელში მინის ქილის ლითონის ძველ სახურავს მიადებდა ხოლმე, შიგნით მილთან, რომ სითბო დიდხანს შეენარჩუნებინა. და მივდიოდით ხოლმე სოფლიდან ყვითელი ავტობუსით კასპში – მე ფორტეპიანოზე, ჩემი ძმა ცეკვაზე. მერე უკან ვბრუნდებოდით გვიან ღამით, გაყინულები, გაჩერებებზე დგომისგან დაღლილები. ღუმელზე შემოდგმული ლობიო უკვე მოხარშული გვხვდებოდა, სახლი კი თბილი. არ ვიცი რა ხერხი იცოდა ასეთი, რომ ლობიო ისე იხარშებოდა, წყლის დამატება არ სჭირდებოდა.

დედა ბოლოს 23 ოქტომბერს ვნახე. ჩემი ქრისტის დაბადების დღე 22 ოქტომბერს იყო, მეორე დღეს კი მუშთაიდის ბაღში შევკრიბე ქრისტიკოს ბებიები და ბიძაშვილები. კოვიდის გამო შემეშინდა და სახლში არ გავმართე წვეულება, თითქოს ამით მინდოდა დამეცვა დედაც და სხვებიც. ძალიან კარგი დღე გამოვიდა, დედაც ბავშვივით ერთობოდა, მატარებლით გავისეირნეთ ყველამ ერთად, იცინოდა ერთი ვაგონი ხალხი ვართო.

თურმე ეს იყო სულ, სულ ბოლო დღე.

ორი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში როდესაც აბსოლუტურად უცხო ემოციები გაჩნდა. პირველად, როდესაც ჩემი უფროსი შვილი დაიბადა და დედა გავხდი.

მეორედ, როდესაც გარდაიცვალა დედა.”

თეგები: ნაზი ჯანეზიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved