• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი ბოლო მიმართვაა, გადავალ ე.წ. საზღვრის იქით – ზაზა გახელაძის მეუღლე

ალია ავტორი - ალია
15:57 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

„ვგეგმავთ აქციებს და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, გადავალ ე.წ. საზღვრის იქით,“ – ამის შესახებ ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა.

ოკუპანტების მიერ ტყვეობაში მყოფი 33 წლის ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რიგით მე-100 შეხვედრას ესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე გახელაძის მეუღლე და მშობლები სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.

„ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამდა, ჩვენ  ნამდვილად არ ვიცოდით – რა ხდებოდა და რა შეიძლება გაკეთებულიყო, ამაში არ ვერეოდით და არც გვეუბნებოდნენ, მაგრამ გვწამდა, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ერთი ალბათ რაც დაგვრჩა და უნდა გაკეთდეს, ეს არის უკვე ოჯახის მოქმედება, ალბათ ჩვენი ძალისხმევით გაკეთდება ის, რომ შედეგი გამოიღოს,“ – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები დღეს, ერგნეთში, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდტთან შეხვედრასაც გეგმავენ.

გახელაძის მამის, მიხეილ გახელაძის განცხადებით, როდესაც ისინი მაისში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ, დიდი იმედი ჩაესახათ, რომ ორ კვირაში ზაზა გახელაძე სახლში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ როგორც ოკუპანტების ტყვის მამამ თქვა, სამწუხაროდ. შედეგი არ დამდგარა.

„დიდი მოლოდინი გვქონდა მაისში, როდესაც პრემიერ-მინისტრს შევხვდით.. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გუშინაც გვქონდა და გვითხრეს, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩართულები არიან. დაგვაიმედეს, ვნახოთ რა იქნება. დღეს ერგნეთში ჩამოვედით, რომ ეუთოს გენერალურ მდივანსაც შევხვდეთ და დახმარება ვთხოვოთ,“– განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ.

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემაც გააკეთა. მისი თქმით, მოცემულობა ერთია, რომ ყველა უკანონო პატიმარი საკუთარ სახლებს აუცილებლად დაუბრუნდება.

უბრალოდ, არის სიტუაცია, განსაკუთრებით, ეს ახასიათებს მოლაპარაკების პროცესს ისეთ რთულ საქმეებში, როგორიც არის, ვთქვათ, იგივე ოკუპირებული რეგიონები, რომ კონკრეტულ დროში მოცემულობა ერთ ინდიკატორს გვიჩვენებს, მაგრამ პროცესში, დინამიკიდან გამომდინარე, ამ ინდიკატორებმა შესაძლოა გარკვეული კორელაცია განიცადონ, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვენს პოზიციას არ ცვლი, ჩვენ მომართული ვართ და ეს არის ჩვენი მიზანი – უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე საკუთარ სახლებში დაბრუნდეს  და ეს აუცილებლად ასე იქნება,“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

თეგები: ზაზა გახელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved