• რეკლამა
  • კონტაქტი
03:45, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემებს ფული რატომ მიეცით?” – ის, რასაც კოკა მორგოშია აქციიდან ვერ ჰკითხავს ოცნებას

ალია ავტორი - ალია
21:53 11-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,095

ალტ–ინფოს ერთ–ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია, ობიექტივთან, ამბობს:

ყოველთვის ყველა “ვლასტი” იყენებდა ბერკეტებს – ფინანსურს, დაშინებებს, მოსყიდვებს… ყველაფერს… თანდათან ხვეწენ. ეგრე რომ მოხდებოდა, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ვთქვი. 

მარტივია – მოვიდა თითქმის მილიონ 200 000 მომხრე ოცნებისო – საიდან? სარკის წინ დადეს ეს მომხრეები და უცებ ორჯერ მეტი გახდა? გასაგებია, რომ მანიპულაციები ჩატარდა. სრული ობილიზება გააკეთეს, უზარმაზარი ციფრები ჩაისხა ამ საქმეში, უზარმაზარი… არის ნივთმტკიცებები – პირადობებზე იყო მანიიპულაციები, “ლევი” პირადობებიც იყო… 

ჩვენ, რვიანს, არ გვყავდა დამკვირვებლები, გვყავდა წარმომადგენლები, ისიც თითო–თითო, ისიც უფულოდ, ჯიგრები და ისიც ყველა უბანზე არა. ნაცებს, ქოცებს, ლელოს და სხვებს ჰყავდათ 5–8 დამკვირვებელი უბანზე – ყველანი იყვნენ იქ, ყველანი ხედავდნენ ამას ჩვენზე უკეთესად, ჩვენზე მეტი ბერკეტი ჰქონდათ.

ჩვენ, მოდი, ალალად ვთქვათ, ავიღეთ ის, რაც ავიღეთ, ჩვენ ვერ დავიწყებთ, რომ ურნებიდან ჩვენი ხმები ამოყარეს და ბიძინამ წაიღო სახლში, ეგეთი რამე არ მომხდარა, ავიღეთ 50 000–ზე მეტი ხმა და ყველას მადლობას ვეტყვი. არავის სინდისს და ნამუსს არ ვეხები, მაგრამ ფაქტია, თავს ხომ არ მოვიტყუებ? იმ დღესაც, წინა დღეებშიც მირეკავდნენ: – რა ვქნა, მოვიდნენ ჩემებთან 100 ლარს აძლევენ, მოვიდნენ ჩემებთან 200 ლარს აძლევენ, მოვიდნენ – 300 ლარს აძლევენ, დააინტერესეს, ზოგი დააშინეს კიდეც.

მე რომ აქციაზე გამოვიდე, რა უნდა ვთქვა, ჩემებს ფული რატომ მიეცით? – ეგ არის იმ ადამიანის მორალი, ვინც ფული აიღო და ვუსურვებ, ამ დილემის წინაშე არასოდეს დამდგარიყოს.

გაყალბება არის მთელი პროცესი, გაყალბებაა დაშინებაც, მოსყიდვაც, მანიპულაციაც, ჩაყრაც, პირადობის წარმთმევაც, ეს ყველაფერი ერთადაა გაყალბება. 

გია კორკოტაშვილი ეთანხმება და ამბობს, რომ კი, იცის, ფულის გადახდაც იყო და დაშინებაც, და “ერთ კაცს თხუთმეტჯერ აქვს მიცემული ხმა…”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved