• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“ჩემ წინ სამჯერ ესროლა ჩემ შვილს პისტოლეტიდან” – არასრულწლოვნის დაჭრის საქმეში „კალატოზას“ ძმისშვილი ფიგურირებს

ალია ავტორი - ალია
16:12 02-04-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,697

2020 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანი კ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და საბედნიეროდ, გადარჩა. გაირკვა, რომ არასრულწლოვანს მუხლები ჰქონდა დაცხრილული.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქმეში ცნობილი „კანონიერი ქურდის“, დავით ქარსელაძის, იგივე „კალატოზას“ ძმისშვილი, გიორგი ქარსელაძე ფიგურირებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა და მასთან ერთადვე მიიმალა.

36 წლის გიორგი ქარსელაძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება მას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. წარსულში გიორგი ქარსელაძე დაახლოებით 8-ჯერ არის გასამართლებული, მათ შორის განზარხ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. საუბარია 2018 წლის 13 ივლისს, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც გიორგი ქარსელაძემ ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ საქმეზე მას პირობითი მსჯავრი დაედო, თუმცა ახლა, კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვნის დაჭრის შემდეგ მის მიმართ პირობითი სასჯელი შესაძლოა, რეალურ პატიმრობად შეიცვალოს, რასაც სავარაუდოდ, შეუტყობინებლობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომაც დაემატება.

ის, რომ გიორგი ქარსელაძე 1-ელ დეკემბერს კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებულ მის მეგობართან, ბენო ჩიკვაიძესთან ერთად იმყოფებოდა, დაჭრილი ბავშვის დედის ჩვენებაც ადასტურებს:

„ჩემს წინ მდგომი სამი ბიჭიდან ერთ-ერთმა, რომელსაც ეცვა მუქი ფერის წელამდე ქურთუკი, მუქი ფერის ჯინსი, რომლის ჯიბიდან დაკიდებული ჰქონდა ბენდენა შავი თეთრში თავის ჩონჩხის გამოსახულებით, ეხურა შავი ფერის ქუდი. მან ჯინსის შარვლის წინა საქამრედან ამოიღო ვერცხლისფერი პისტოლეტი და სამჯერ გაისროლა ჩემი შვილის მიმართულებით, გასროლისას ჩემი შვილი მყისიერად წაიქცა და მივხვდი, რომ ის დაიჭრა, წავედი ინსტიქტურად მისკენ. ვნახე, რომ მარჯვენა და მარცხენა მუხლის არეში აღენიშნებოდა ჭრილობები, საიდანაც მოდიოდა მცირე რაოდენობით სისხლი. როდესაც დავრწმუნდი, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა არ ჰქონდა ჩემს შვილს, დავრეკე ადგილობრივ პოლიციაში. ამასობაში ზემოაღნიშნული სამი ბიჭიდან ერთ-ერთი, რომელმაც უშუალოდ ესროლა ჩემს შვილს კ.ბ-ს, სროლიდან მალევე გავიდა ეზოდან არკის გავლით, ხოლო ის ორი პიროვნება მას უკან გაყვა. მე არკისკენ გავყევი ზემოაღნიშნულ ორ პირს, რომლებიც ტოვებდნენ ტერიტორიას. არკაში დავეწიე აღნიშნულ ბიჭებს და დავუწყე ყვირილი, მინდოდა დრო გამეყვანა პოლიციის მოსვლამდე, რომ ისინი შემეჩერებინა. აღნიშნული ორი პიროვნებებიდან, რომელსაც ჰქონდა დიდი ზომის წვერი, ვკითხე – იმ ბიჭს რა ჰქვია, რომელმაც ჩემს შვილს ესროლათქო, რაზეც მან მიპასუხა – რავიცი მეო. ისინი დიდხანს არ გაჩერებულან და მალევე დატოვეს ტერიტორია. ამის შემდეგ მე დავბრუნდი ისევ ეზოში, რათა ყურადღება მიმექცია ჩემი შვილისთვის, რომელიც იყო დაჭრილი. ამასობაში, ეზოში ხმაურზე შეიკრიბნენ მეზობლები, რომლებიც მომეხმარნენ ჩემი ბიჭის ზურგზე წამოწვენაში. გარკვეული პერიოდის მერე მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება“, – ყვება ჩვენებაში დაჭრილი არასრულწლოვნის დედა.

დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის გიორგი ქარსელაძე [დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით] დააპატიმრეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის: გიორგი ქარსელაძის ბიძას, დავით ქარსელაძეს კრიმინალურ წრეებში „კალატოზას“ მეტსახელით იცნობენ. ის საქართველოსა და საზღვარგარეთ არაერთხელ არის ნასამართლევი. 2018 წელს „კალატოზას“ სოჭში თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. 

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved