• რეკლამა
  • კონტაქტი
10:59, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემ შვილს ყველაფრის უფლება აქვს, თქვენ არ გაქვთ არაფრის უფლება, თქვენ ხართ მონები” – ნინო ნადირაძე

ალია ავტორი - ალია
22:03 07-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,723

ექიმი და TV იმედის წამყვანი ნინო ნადირაძე, რომლის  ვაჟი, ივიკო კუზანოვი პროევროპულ აქციაზე დაშავდა, “ქართული ოცნების” მიერ, კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას ესწრება.

  • “შაბათის ეთერის ინფორმაციით, 21 წლის ბიჭმა მუხლის დაზიანება პარლამენტთან მაშინ მიიღო, როდესაც წყლის ჭავლის მანქანიდან წყლისა და წიწაკის სპრეის გამოფრქვევა დაიწყო.
  • “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სტუდენტი ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” მიერ არჩეულ კურსს არ ეთანხმებოდა.

“ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მოსული”ვივა მედის” დირექტორი დღეს ამ ფაქტის გახსენებამ იმდენად გააღიზიანა, რომ ჟურნალისტს “სახის გამომეტყველება” დაუწუნა და ამტკიცებდა, რომ კრიტიკული მედია მას “მკვლელობაში ადანაშაულებდა”, თუმცა ცნობილი ექიმი, ვერ პასუხობს კითხვას, რატომ არ მიმართა სასამართლოს.

“თქვე რუსებო – რუსის მონებო, მართლა რუსეთიდან აღებული ფულებით რომ ხართ” – მიმართა ჟუნალისტებს ცნობილმა ექიმმა.

თქვენ მე სინდისზე ნუ მელაპარაკებით. ჩემი შვილი იყო ერთხელ აქციაზე, ნახა და წამოვიდა, ახლა ჩემს გევრდით არის. ის თუ იყო აქციაზე, თავის საქციელზე თვითონ აგებს პასუხს…

რატომ გაქვთ ასეთი აგრესიული სახე, გამოხედვა, ჩემს მიმართ გაქვთ აგრესია? მე უნდა მქონდეს, მთელი ორი წელი, მკვლელი მეძახეთ. მომიხადეთ ბოდიში? ყველა წამყვანი მატყუარა გყავთ. ყველა პარტიას მორგებულები, თქვენ რა ფულითაც ხართ, მოპარული ფულით, ხართ. ხაზარაძის ფულებით ხართ. ჩემი შვილი სადაც უნდა იქ იდგება. ჩემ შვილთან რა ხელი გაქვთ, თქვე კომუნისტებო, ბოლშევიკებო, თქვენ ხართ თაღლითები, მოპარული ფულით დაფინანსებული, რომლებიც მათხოვრებად ხართ. 

ჟუნალისტის კითხვას, მიიღო თუ არა მისმა შვილმა დაზიანება, ნინო ნადირაძემ კვლავ აგრესიით და ყვირილით უპასუხა:

ჩემმა შვილმა ფეხი წამოკრა, ახლაც ტყუით, მომიხადეთ ბოდიში, ამოიღეთ ჩანაწერი, არ დაშვებულა, ხელი არავის დაუკარებია. ჩემი შვილი არაფერს აპროტესტებს, აქციაზე მივიდა დასახმარებლად, ბევრი იყო იქ მისული, თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემი შვილი სად იყო? მაინტერესებს, როდის მომიხდით ბოდიშს. ეს ტელევიზია ყოველდღე ხურავდა ჩემ კლინიკას და ეძახდა მკვლელებს. ჩემ შვილს ყველაფრის უფლება აქვს, თქვენ არ გაქვთ არაფრის უფლება, თქვენ ხართ მონები, ხელფასის მონები. ზუსტად ვიცი, ვის რამდენს გიხდიან?!”- თქვა ნადირაძემ.

წყარო – ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved