ქართული ოცნების მთავრობა განცხადებას აქვეყნებს, რომლის ცნობითაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ქართული ოცნების გუნდის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების დანიშნული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, სუსის უფროსი, მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და სხვები.
განცხადებაში წერია:
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.














კომენტარები