“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც შაბათს, 3 დეკემბერს, აქცია დაანონსა, “ტვ პირველთან” პასუხობს თანაგუნდელების განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკური პროცესებიდან იყოს დისტანცირებული და ამბობს:
დღეს მოვისმინე, და პირდაპირ ვიტყვი, სააკაშვილი ემიჯნება რაღაცა აქციას… ან როდის გაემიჯნა, ან როდის შეუერთდა? ამ ადამიანმა გასაგებად თქვა, რომ არ ერევა პოლიტიკაში, მისი სიცოცხლეა გადასარჩენი. ხომ შეიძლება მივცეთ ამ ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება იქნება 100 პროცენტით გარანტირებული.
მე რაც ვნახე გუშინ იყო წარმოუდგენელი, რამდენიმე კილომეტრში ვერ მიყავთ დადამიანი, იმიტომ რომ ვიზუალურად არ ნახოს ხალხმა.
მიმძიმს ამაზე საუბარი, რომ სააკაშვილმა თქვა, რომ გაემიჯნა აქციას – ეს ადამიანი არ ერთვება და მესმის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მის თანამებრძოლებს, თანაპარტიელებს არ გვქონდეს აქტივობა და გავჩუმდეთ. მესმის, რომ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკური საკითხი, არ არის, ბატონო პოლიტიკური საკითხი, ქვეყნის ღირსების საკითხია.
პრეზიდენტი სააკაშცვილი რაღაცას გაემიჯა, რაღაცას შეუერთდა, არ არის ძვირფასებო, სწორი, ამ ადამიანმა თავიდან კარგად თქვა, ვერანაირი პოლიტიკაო, ვერ, სიცოცხლის საკითხია. ჩემი შესვლა იქ (კლინიკაში) იქნება დამატებითი სპეკულაციის საკითხი, სულ რომ არ ველაპარაკო პოლიტიკაზე.
ერთი რამე ვიცი კარგად, ჩამოსვლის დღიდან ამბობდა პრეზიდენტი სააკაშვილი – ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა. მე მახსოვს გორის ჰოსპიტალში რომ შეიყვანეს, ღამე მისი ჟესტი, მოგვიწოდებდა ბრძოლისკენ. ეს ძალიან კარგად და მკაფიოდ მახსოვს. არ ვიქნები სწორი და მართალი ადამიანი, ვიკადრო რაიმე სახის სპეკულაცია, მქონდა თუ არა მიწერ-მოწერა სააკაშვილთან, შეთვლა, მე ამ თემაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ და ვერ გავრევ.
პარალელურად უნდა მოვემზადოთ რუს ოლიგარქთან გენერალური ბრძოლისთვის. მე ვიყავი შიდა ქართლში, გორში, კახეთში, ქვემო ქართლში, გურიაში, სამეგრელოში იგივეს გავაკეთებ, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავაახეთში და ყველა ჩემი შეხვედრა ემსახუირება ერთ რამეს – ნაციონალუირი მოძრაობა დაუბრუნდეს იმ შინაარს, რაც აქვს ამ პარტიას და ეს არის მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა. პრობლემაა რეგიონებში. ჩემი ამოცანაა, პარტია გავაცოცხლოთ და ვიყოთ მზად. არანაირი უიმედობა, ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა. როცა დიდ ქალაქებში პარტიის ოფისები გვექნება ჩამოხურული, ასე არ გამოვა..
ეს აქცია იქნება სოლიდარეობის აქცია, მშვიდობიანი, მოწოდებით რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა კვდებოდეს ციხეში. დაველოდოთ სასამართლო პროცესი როგორ წარიმართება, აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის და პოლიტიკურ წარღვნას ვპირდები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქართველი ხალხისგან მას ელოდება, ჩვენ რუსეთის გუბერნია არ გავხდებით.
ლევან ხაბეიშვილმა არ დააკონკრეტა, 3 დეკემბრის აქცია იქნება ერთდღიანი, თუ განგრძობითი აქციების დასაწყისი. მან არც იმ კითხვას უპასუხა, ჩამოიყვანს, თუ არა პარტია აქტივს რეგიონებიდან, თუმცა, თქვა, რომ 3 დეკემბერს გამოჩნდება, რამდენად მასშტაბური იქნება აქცია.
„სააკაშვილის სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული“ – ეკა ხერხეულიძე
კომენტარები