• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
23:27 10-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,228

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე  ზუგდიდში:

მოგესალმებით, მეგრელებო!

მოგესალმებით, სვანებო!

უდიდესი პატივისცემით მივესალმები, გამორჩეულ, გამჭრიახ, უნიჭიერეს და პატრიოტ ქართველებს. ამ ორი ულამაზესი, უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარის შვილებს.

მივესალმები ჩვენს დელეგატებს, ბატონებს: დავით კოდუას, ილია ინჯიას, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძეს; ჩვენს სვან ძმებს „ხალხის ძალიდან“ –  მივესალმები ბატონ სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს.

თუ ვინმემ იცის, ჩემო მეგობრებო, ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, ეს სწორედ მეგრელი და სვანი კაცი და ქალია. თუ ვინმეს მაგრად აქვს სისხლში გამჯდარი ბრძოლა ტრადიციული, ეროვნული ღირებულებებისთვის, ქართული, მეგრული, სვანური იდენტობის შენარჩუნებისთვის – ეს ხალხი ხართ თქვენ სწორედ და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად. შესაბამისად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი გულწრფელი მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნებში გადამწყვეტ უთანასწორო არჩევნებსა და ბრძოლაში, მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და რაც მთავარია, თავის სამშობლოს ემსახურება და არა ვინმე სხვას.

როდესაც ვლაპარაკობთ ნაცაგენტურაზე, ეს სააკაშვილი იქნება თუ გვარამია, გახარია იქნება თუ ხაზარაძე, სწორედ იმიტომ უნდა აგონ მათ ხალხის – თქვენს წინაშე პასუხი, რომ ძალიან სამწუხაროდ ისინი, ქართული წარმოშობის ადამიანები, არაქართულ საქმეს ემსახურებიან და საერთო, ქვეყნის გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. შემდეგ კი, იმისათვის, რომ თავიანთ მომხრეებს და ხანდახან შეიძლება საკუთარ თავსაც დააჯერონ, რომ ასე არის. ანუ მათ ჰგონიათ, რომ ამით  დააჯერებენ, რომ ყველაფერს ქართულს დაარქვან რუსული, რომ ყველაფერ ეროვნულს უწოდონ რაღაც სხვა, დამაკნინებელი სიტყვა. ასე ამართლებენ  თავიანთ მოქმედებებს, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს მეგობრებო, იმ თუნდაც ერთი ამომრჩევლის – ხაზგასმით ვამბობ, თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი და არ მინდა გავაგრძელო ამ საშინელებაზე ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხსაც კი ჰყავს მხარდამჭერები, შეიძლება ცოტა, მაგრამ ჰყავთ, რომელთა ნაწილს მართლაც ჰგონიათ, შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაც რუსულს და სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ. თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს!

26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი, საკონსტიტუციო უმრავლესობით აგვირჩევს იმისათვის, რომ:
პირველი – აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ და სხვა აგენტურული პარტიები საქართველოში.

იმისათვის, რომ გვქონდეს საკონსტიტუციო მზაობა, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისათვის.

იმისათვის, რომ კონსტიტუციის დონეზე ავკრძალოთ ლგბტ პროპაგანდა და გადავარჩინოთ ქართველი ერი გადაგვარებისგან.

იმისათვის, რომ კონსტიტუციით გავაძლიეროთ ეკლესიის და სარწმუნოების როლი.

იმისათვის, რომ არ ვაპატიოთ მათ ერთ-ერთ, აგენტურული ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სალომე ზურაბიშვილს, ქართველი ამომრჩევლის და ხალხის გადაგდება – პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით.

და ბოლოს, იმისათვის, რომ გაცილებით უკეთესად, გაცილებით კარგ პირობებში იცხოვროს თითოეულმა ქართველმა მშვიდობიან ქვეყანაში და მხოლოდ ამ გზით გავერთიანდეთ დიდი ევროპულ ოჯახში.

სვანებო, მეგრელებო, გენაცვალეთ! დიდი მადლობა!

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved