• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩაგვშხამდა… სახლი უნდა გავყიდო, რომ ჯარიმა გადავიხადო, ქორწილსაც ვერ გადავიხდით”

ალია ავტორი - ალია
21:08 04-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ყარაჯალელი ბიჭის სიყვარულის ისტორია გრძელდება, ის შეყვარებულისთვის სიყვარულის ახსნის გამო, მეგობრებთან ერთად 21 000 ლარით დააჯარიმეს. “პრაიმტაიმთან” საუბრისას აღნიშნა, რომ სახლს გაყიდის და ჯარიმას ისე გადაიხდის.

“ჩემი საცოლე თბილისში გავიცანი, ლილოში მუშაობდა. ის 20 წლისაა, მე 25-ის. რომ დავინახე, მაშინვე მომეწონა და შემიყვარდა. რამდენჯერმე მივაკითხე ლილოში, თვითონ ვერ მხედავდა. შემდეგ მის მშობლებთან მივედი. ვუთხარი, ძალიან მიყვარს და მინდა სამუდამოდ ერთად ვიყოთ-მეთქი. ამის შემდეგ დავინიშნეთ.

ნიშნობიდან 5 დღის შემდეგ სიყვარული ავუხსენი. მინდოდა ყველაფერი ლამაზი და რომანტიკული ყოფილიყო, მაგრამ ეს ამბავი მოხდა.

დაახლოებით, საღამოს რვა საათი იყო, მომზადება რომ დავიწყეთ. გავუარე ჩემს შეყვარებულს, თვალები ავუხვიე და მანქანაში კანონის დაცვით, უკან დაჯდა. ვიდეოს მე ვიღებდი.

ბიჭები სტადიონზე დაგვხვდნენ, ყველაფერი 3-4 წუთში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ყველაფერი ჩაგვშხამდა.

რომ მივედით, მალევე პატრული მოვიდა. მე, ჩემი 5 მეგობარი და ჩემი საცოლე ვიყავით.

პატრულმა გვითხრა, შეტყობინება ცხელ ხაზზე შემოვიდა და ერთად რატომ ხართო. ყველა დაგვაჯარიმეს, ჯამში 21 000 ლარი გამოვიდა.

მე და ჩემს მეგობრებს ამდენის გადახდის საშუალება არ გვაქვს. არ ვმუშაობთ, ყველა მე მთხოვს ჯარიმის გადახდას, რადგან ჩემს გამო მოხდა.

ჯერ დაქორწინებულები არ ვართ. საგანგებო რეჟიმის შემდეგ ქორწილსაც ვგეგმავდით. ჯარიმის შემდეგ მგონი ვეღარ გადავიხდით. სამი ქორწილის ფული გამოვიდა ჯარიმა.

ჩემი შეყვარებულიც ნერვიულობს, მინდა რომ არ ვიდარდო, მაგრამ არ გამოდის. 21 000 ხუმრობა არ არის.

სახლი უნდა გავყიდო, რომ ეს ჯარიმა გადავიხადო, სხვა გზა არ მაქვს.” – ამბობს რათხან ყურბანოვი.

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ახალი ამბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

16:13 05-14-2025
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved