• რეკლამა
  • კონტაქტი
08:35, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩაატარეს რაღაც სპეცოპერაცია, აჩერებენ კომპანიის საქმიანობას უკანონოდ” – დავა “ფრონტერასა” და სახელმწიფოს შორის

ალია ავტორი - ალია
16:09 08-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

“ფრონტერა რისორსიზსა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის დავა გრძელდება – მას შემდეგ რაც, “ოცნების” ხელისუფლებასთან კომპანიის ურთიერთობები დაიძაბა, ინვესტორები ქვეყნიდან გავიდნენ. აქ არსებული აქტივები კი ასევე ამერიკულ ინვესტორსა და კომპანიას – “გრინ კაპიტალს” დაუთმეს. 

ორ ინვესტორს შორის მიღებული ეს გადაწყვეტილება სასამართლოს ძალით “საქართველოს ნავთობისა და გაზის კოროპრაციამ” გააჩერა. რამდენიმე დღის წინ კი სუს-ისა და სამართალდამცავების დახმარებით მოპოვებული ნედლეულის კონფისკაცია მოხდა. 

ცნობისთვის “ფრონტერა ისთერნში” ახლა აღარ შედის “ფრონტერა რისორსიზ”, 50-50 პროცენტიან წილებს “გრინ კაპიტალი” და “საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია” ინაწილებენ.

“ფრონტერა რისორზ ჯორჯია კორპორეიშენი საქართველოდან უკვე გავიდა, მორიგების გზით “გრინ კაპიტალთან”. სასამართლომ დააყადაღა კორპორაციისა და სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე – ნავთობი, გაზი, როგორც “გრინ კაპიტალის”, ასევე, “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასი”, ასევე, “ფრონტერა რისორსის ფილიალის. […] 

გაუგონარი რაღაც ხდება, რეალიზაციის უფლებას არ გვაძლევენ ნავთობის, გაზის, ჩაატარეს რაღაც სპეცოპერაცია იქ, დალუქეს ნავთობი, ჭაბურღილები. სააღსრულებო ბიუროს მიაღებინეს გადაწყვეტილება, სადაც მოვალე მხარედ ისტერნი მითითებული საერთოდ არ არის”, – თქვა “გრინ კაპიტალის” იურისტმა, გიორგი ქიშმარიამ. 

“ფრონტერას” გენერალური დირექტორი, ზაზა მამულაშვილი ამბობს, რომ აქციონერების შეცვლა სახელმწიფოს საქმე საერთოდ არაა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მაღალი თანამდებობის პირები, შსს-სა და სუს-ის თანხლებით მივიდნენ კომპანიის ნავთობ ტერმინალზე, ის დალუქეს, იქ არსებული ნედლი ნავთობი კი სახელმწიფოს რეზერვუარებში წაიღეს. 

“ყოველგვარი კანონის, ყოველგვარი კონტრაქტის, ყოველგვარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, ასეთი უფლება მათ არ აქვთ, პრაქტიკულად აჩერებენ კომპანიის საქმიანობას, სრულიად უკანონოდ”, – თქვა მან. 

დაყადაღებული ობიექტი დედოფლისწყაროში მდებარეობს, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან “ფრონტერა ისთერნის” საოპერაციო ბლოკი, რომლის აქციონერიც “გრინ კაპიტალია”.

წყარო – მთავარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved