ბუტა რობაქიძის მეგობარი, ლევან დანგაძე 16 წლის შემდეგ პირველად, სპეცოპერაციის დეტალებს „ქრონიკასთან“ იხსენებს.
„ჩვენ ვიყავით მეგობრები, სტუდენტი ბიჭები და მომავალს ვგეგმავდით თუმცა სპეცოპერაციის ღამემ ყველაფერი უარყოფითისკენ შეცვალა. 2004 წლის 24 ნოემბერს გაგვაჩერა პოლიციამ, მძღოლი გადავიდა საბუთები გადაიტანა, რაღაც დროის შემდეგ ჩვენც გადავედით და ლაპარაკის დროს მივულოცეთ გიორგობა, რევოლუციის ერთი წლისთავი იყო.
ლაპარაკის დროს უცებ, რა მოხდა არ ვიცი, ხელები მაღლაო დაგვაყენეს და გამოიძახეს დამხმარე ძალა. გასროლა მოხდა, დამხმარე ძალა, რომ მოვიდა მათ სულ არ იცოდნენ რაზე უნდა დახმარებოდნენ.
მერე როგორც გაირკვა ნასვამები იყვნენ. ერთი გასროლა მოხდა, ბუტას გარდაცვალება პირველი მე შევამჩნიე იმიტომ, რომ გვერდიგვერდ ვიწექით. გასროლა რომ მოხდა დენთი შემეყარა თვალებში და შემდეგ, როცა გვირტყამდნენ ყველას, ისევე ურტყამდნენ ბუტასაც. ყველა პროტესტს გამოვხატავდით, ის ხმას არ იღებდა და სისხლის მოსდის-თქო ვუთხარი და ნახეს რომ გარდაცვლილი იყო. ჩვენ მართლსაწინააღმდეგო აბსოლუტურად არაფერი არ გვქონია. რომ ნახეს ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა ტყუილად, დაახლოებით ერთ საათში, ზუსტი დრო არ მახსოვს, რადგან გარდაცვლილი მეგობარი გვეწვა, გვირტყამდნენ, ყვიროდნენ. მათ მოიტანეს იარაღი და გადავყავდით, გადმოვყავდით და გეგმავდნენ, რა, როგორ და სად უნდა დაელაგებინათ. რომ ამბობენ საქმე პოლიტიკურია-ო, როცა აღიარეს დონაძემ და სხვებმა რა მოხდა, რეალურად მაშინ გაჩნდა ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალი და არა მანამდე. შესაბამისად, ეს განცხადებები აბსურდია. დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ეს საქმე გააყალბა, იარაღი ჩადო და ვინც ბრძანება გასცა, რომ გაეყალბებინათ საქმე. ჩემი ინფორმაციით ამ საქმეში გარეული ბევრია. მათ შორის ოქრუაშვილი, მინიმუმ იმისთვის, რომ საქმე გაუმწვანა საქმე გაეყალბებინათ. ეგ არის და დანარჩენი გამოძიებამ უნდა დაადგინოს“
კომენტარები