• რეკლამა
  • კონტაქტი
16:45, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბუდაპეშტში დაგეგმილი ამერიკულ-რუსული შეხვედრის მთავარი მიზნები – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:36 10-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ბუდაპეშტში დაგეგმილ ამერიკულ-რუსულ შეხვედრას თავისი თანმდევი გარემოებები, მიზნები და სურვილები აქვს:
1. სიმბოლური – 1994 წელს სწორედ ბუდაპეშტში მოეწერა ხელი უკრაინის მხრიდან ბირთვული იარაღის დათმობას, რამაც უკრაინა დღეს ასეთი აგრესიის წინაშე დააყენა. ამის შემდეგ საეჭვოა საკუთარი ნებით ვინმემ ბირთვულ იარაღი დათმოს. ამასთან, “დიდი ბიჭების” შეკრება ისევ იმ წარსული მცდელობების გამოძახილია, რასაც კრემლი დიდი ხანია გაიძახის – მათ სურთ ახალი იალტას კონფერენცია, სადაც ევროპის გადანაწილება უნდა მოხდეს გავლენის სფეროებად. ცხდია ეს არ და ვერ იქნება ახალი იალტა, მაგრამ რუსები კი ნამდვილად შეეცდებიან ამის მიღწევას ან შემდგომ შეფუთვას მაინც.
2. მასიური დარტყმა საერთაშორისო სამართალსა და ევროპაზე – ჰააგის მიერ ძებნილი ომის დამნაშავე ჩადის ევროკავშირში დაუსჯელად. უნგრეთი კი ჯერჯერობით წევრია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსი, მიუხედავად იმისა, რომ გასვლის პროცესი დაწყებული აქვს. ესაა ერთის მხრივ დამანგრეველი დარტყმა საერთაშორისო სამართალზე, ხოლო მეორეს მხრივ ესაა უკიდურესად დამამცირებელი ნაბიჯი ევროკავშირის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსული დრონები და გამანადგურებლები დაფრინავდნენ ევროკავშირის თავზე.
3. მხარდაჭერა ორბანს – ყველა კვლევითა და გამოკითხვით ვიქტორ ორბანი 2026 წლის აპრილის არჩევნებში მარცხდება. გამარჯვების შემთხვევაში შემდგომი პრემიერი ალბათ პეტერ მაგიარი იქნება. კონსერვატორი, ძლიერი ლიდერი, რომელიც ორბანის რუსოფილიისაგან დიამეტრულად განსხვავდება. მაგრამ ახლა საერთაშორისო ვიზიტებითა და აშშ-სა და პუტინის მხარდაჭერით იქმნება მცდელობა, რომ ორბანი დარჩეს ძალაუფლებაში რაც ტრამპისთვისაც სასურველია და პუტინისათვისაც. ვნახოთ იმოქმედებს თუ არა ეს ვიზიტი განწყობების შეცვლაზე და აიწევს თუ არა ორბანის შანსები მომდევნო წლის არჩევნებისათვის.
4. დროის მოგება – პუტინი ცდილობს აშშ-სთან მიმართებით დრო მოიგოს. ტრამპის მხრიდან განმარტებები, რომ “მომდევნო ორი კვირა” იქნება გადამწყვეტიო თებერვლიდან გვესმის. შესაბამისად ამ ვიზიტით პუტინი კიდევ ერთხელ შეეცდება დრო მოიგოს, რაც ფაქტია მას ალასკის სამიტითაც გამოუვიდა.
5. ბურთის უკრაინის მოედანზე გადაგდება – ესაა ამ სამიტის მთავარი მიზანი. პუტინი ცდილობდა და ახლაც შეეცდება თავის მშვიდობის მოსურნედ წარმოაჩინოს. იგი კვლავაც ისაუბრებს მოთხოვნებზე, რომელზეც უკრაინის მხრიდან დათანხმება კაპიტულაცია იქნება. შემდეგ კი გამოვა და იტყვის აგერ მე მშვიდობა მინდა ზელენსკის კი არაო. ეს კი შესაძლოა ტრამპის და მისი მოკავშირე ლიდერების მხრიდან ზელენსკიზე ზეწოლის საფუძველი გახდეს. სწორედ ამ მიზეზითაა ეს სამიტი საშიში: შეიძლება უკრაინის ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლა ვიხილოთ – ღიად თუ არა დახურულ კარს მიღმა, რისი მიზანიც ქვეყნის ხელისუფლებაში ბრძოლის გაგრძელების სურვილის დაკარგვინება და მოთხოვნებზე დათანხმება უნდა იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ უკრაინაში სჯერათ, რომ სახელმწიფოს დაცვას აქვს აზრი და რუსეთი დამარცხებადი ან გამოფიტვადია, მანამ გააგრძელებენ ბრძოლას. სწორედ ამ რწმენის შერყევა იქნება პუტინის მცდელობა დაარწმუნოს ტრამპი გააძლიეროს ზეწოლა უკრაინაზე.
ზოგადად ეს სამიტი რა ფორმატში გაიმართება ნათელი არ არის. მაგრამ მოცემული რეალობით, სანამ კრემლში სჯერათ, რომ ისინი ომს მოიგებენ, მანამდე ომს არ შეწყვეტენ და მაქსიმალურად კაპიტულანტურ მოთხოვნებს დადებენ მაგიდაზე, რადგან უკრაინის მხრიდან მათზე დათანხმება თითქმის შეუძლებელი იყოს, შემდეგ კი გამოვიდნენ და ყველაფერი უკრაინის მხრიდან სურვილის არქონას დააბრალონ. ისე კი, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ამ ზამთარზე დებს ძალიან დიდ ფსონს [ამაზე სხვა დროს მოგახსენებთ].

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved