ფეისბუქგვერდი, ,,ყველაფერი პოლიციის შესახებ” ,,მედიაჩეკერთან” ქეთი დევდარიანის ინტერვიუს პასუხობს:
,,გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბუბა მირცხულავა, თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის გამო, ვეღარ შეძლებს ერთ-ერთ სერიალში მონაწილეობას და მისთვის განკუთვნილი როლის შესრულებას.
პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ ბუბა მირცხულავა მათ შორის, იმ პერიოდშიც, როდესაც ერთ-ერთ სერიალში მთავარ როლს ასრულებდა, ის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და აღნიშნულს მის სამსახიობო საქმიანობაში ხელი არ შეუშლია.
პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს კი, რომელთა ნაწილსაც ჩვენს გვერდზე სამუდამო ბლოკირება აქვს მიღებული, მოვუწოდებთ: სანამ რაიმე ინფორმაციას გაავრცელებთ, ჯერ საკითხში გაერკვიეთ და შემდეგ გააკეთეთ განცხადებები!
ბუბა მირცხულავას სამსახიობო ნიჭზე საუბარს ნამდვილად არ საჭიროებს ზედმეტი კომენტარები. ის ნიჭიერი მსახიობია, ხოლო რეალურ ცხოვრებაში უაღრესად ღირსეული და საუკეთესო ადამიანი.
მოვუწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში!
გვერდი „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ ყოველთვის ემხრობა ობიექტურობას, ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასა და ადამიანების დამსახურების სათანადო შეფასებას.“











კომენტარები