• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრიტანულ ქართული აკადემია” ნათია ჯანაშიას გარიცხვას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
16:34 08-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,289

“კანონზომიერია, რომ ნათია ჯანაშიას შემთხვევაშიც იმუშავა “ბუმერანგის პრინციპმა”, როცა სასამართლოში შეტანილი სარჩელის სულისკვეთება “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” პარტნიორობიდან ინვესტორის გარიცხის მოთხოვნის თაობაზე, უკანვე დაუბრუნდა. ბუნებრივია, მის ამ მოთხოვნას მოჰყვებოდა და მოჰყვა კიდეც “საქართველოს განათლების ჯგუფის” (აკადემიის მაჟორიტარი – 70%-იანი პარტნიორი) მხრიდან შესაგებელი სარჩელის შეტანა და ანალოგიური მოთხოვნის დაყენება”, – აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ანალიტიკურ სამსახურში. აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოაგდოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ზოგადად, კომპანიიდან ერთ–ერთი პარტნიორის გარიცხვის საკითხი, როგორც წესი, მაშინ დგება ხოლმე დღის წესრიგში, როდესაც პარტნიორებს შორის თანამშრომლობა და ნდობა სრულად მოშლილია. მიზეზი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს.

„მიზეზი შეიძლება იყოს კომპანიის ინტერესების საზიანო მოქმედება, ანუ თუ პარტნიორი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს ან ისე იქცევა, რაც პირდაპირ აზარალებს ბიზნესს. მაგალითად: კომპანიის კუთვნილი თანხების ან აქტივების არამიზნობრივი ხარჯვა/გაფლანგვა. რეპუტაციული ზიანის მიყენება, რაც საფრთხეს უქმნის ბიზნესის არსებობას.

ასევე, – ინტერესთა კონფლიქტი და არაჯანსაღი კონკურენციის გაწევა პარტნიორთან მიმართებით.

ასევე, – პარალელური ბიზნესი: როდესაც პარტნიორი იწყებს იდენტური ან კონკურენტი ბიზნესის კეთებას და კომპანიის რესურსები, კლიენტები ან იდეები თავის ახალ, პარალელურ პროექტში გადააქვს.

ასევე, – ვალდებულებების შეუსრულებლობა

ასევე, – მართვის პროცესის სრული ბლოკირება. როცა კომპანიაში პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვა ობაიქამდე მიდის, რომ გადაწყვეტილებების მიღება(მაგალითად, ხმის მიცემისას) შეუძლებელი ხდება. ანუ, თუ ერთი პარტნიორი მუდმივად, საფუძვლის გარეშე ბლოკავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ამით კომპანიას პარალიზების საფრთხეს უქმნის, მეორე მხარე ცდილობს მისი გარიცხვის გზით ბიზნესის გადარჩენას“, – აცხადებენ აფბაში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნათია ჯანაშიას შემთხვევაში, მისი მხრიდან კომპანიის ფუნქციობისთვის ხელშემშლელი ყველა ზემოთჩამოთვლილი ნაბიჯი უკვე სახეზეა.

„დოკუმენტირებულად არის დაფიქსირებული ნათია ჯანაშიას მხრიდან, კომპანიის საზიანოდ, როგორც მენეჯერის და შემდგომ როგორც პარტნიორის მხრიდან, ქმედების უმძიმესი ფაქტები. მათ შორის, კომპანიის კუთვნილი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვისა დაგაფლანგვის, ნაკისრი ვალდებულებების არშესრულების, კომპანიის საწარმოო და იურიდიული ფუნქციობისთვის გამიზნული ხელის შეშლის, მართვის პროცესისთვის არაერთგზის ხელისშეშლის მცდელობის, იდენტური ბიზნესის წამოწყების და ასევე, კომპანიისთვის პერმანენტული რეპუტაციული ზიანის მიყენების ფაქტები. ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, როცა “ბრიტანულ ქართული აკადემია” ნათია ჯანაშიას პარტნიორობიდან  გარიცხვას ითხოვს”, – მიაჩნიათ აფბაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved