დეპუტატი იაგო ხვიჩია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება და წერს:
“სალომე ზურაბიშვილის განცხადება პოლიტიკური კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით ორი კომპონენტისგან შედგებოდა. პირველი იყო – შევრიგდეთ ხალხო, ტემპერატურა დავწიოთ, არ გვინდა პოლარიზაცია! მეორე – მიხეილ სააკაშვილმა არც იოცნებოს, რომ მე მას გამოვუშვებ. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როცა ორ ისეთ რამეს ამბობ, რაც ერთმანეთს ეწინააღმდგება,
მიჩნდება განცდა, რომ ბრიფინგი იმის გამო ჩაატარა, რომ ბრიფინგები მოენატრა. პრეზიდენტი პრეზიდენტობით ერთობა. მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს თუ არა ეს სალომე ზურაბიშვილის დისკრეციაა. ჩემი საქმე არ არის, მას შეწყალებისკენ ან არშეწყალებისკენ მოვუწოდო. საბოლოოდ ის მოხდება, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთში მოილაპარაკებს.”
კომენტარები